| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლიკა ურთმელიძემ, მარიამ და ნინო ლაკვეხელიანებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექტორი ნათია მახარობლიძე, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი გახლავთ, აღზრდილებს გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, დღეს კი მათი მიღწევებით ხარობს.
სკოლის ხელმძღვანელი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს. მათ პედაგოგებს კი პროფესიული თავდადებისთვის მადლობას უხდის.
„2024-25 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: ლიკა ურთმელიძეს, მარიამ და ნინო ლაკვეხელიანებს დიდი სიხარულით ვულოცავთ სტუდენტობას, სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას!
️თქვენი ნიჭიერება, მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა უთუოდ დაგაძლევინებთ ცხოვრების ახალ-ახალ გამოწვევებს!
️თქვენი მოტივაცია კი ბევრწილად განაპირობა იმ მასწავლებლებმა, რომლებიც უანგაროდ, დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით გიკვალავდნენ გზას ცოდნის უსასრულო მინდორზე!
გილოცავთ, მასწავლებლებო ამ გოგონების წარმატებას და მადლობას გიხდით ნაყოფიერი მუშაობისთვის, კვლავაც ბევრი ღირსეული მოსწავლე-მოქალაქე აღგეზარდოთ მომავალში!
ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჩვენო გოგონებო!“,- წერს დირექტორი ნათია მახარობლიძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა