TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ“ - ჭიათურის N1 სკოლის მოსწავლეთა წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
08-09-2025
-
+


ჭიათურის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმუსეულ ზოგად განათლებას აძლევს, რაც კარგი საფუძველია იმისთვის, რომ კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ. 

წელსაც, სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი და სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. ორმა მათგანმა - კესო წიკლაურმა და ნია სევასტოპულომ ინგლისურ ენაში უმაღლესი - 70-დან 70 ქულა დაიმსახურა. არანაკლებ საამაყო შედეგები აქვთ სხვა კურსდამთავრებულებსაც, რაც სკოლისთვის საამაყოა.

სკოლაში ხარობენ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და უსურვებენ წარმატებით დაეუფლონ პროფესიას, ასახელონ, სკოლა, სოფელი და ქვეყანა.

„2025 წლის ეროვნული გამოცდები დასრულდა და რაოდენ საამაყოა, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით გაიარეს ეს საპასუხისმგებლო ეტაპიც, ჩვენმა აბიტურიენტებმა მაღალი შეფასებები მიიღეს ცალკეულ საგნებში. მათ შორის ორმა მათგანმა - კესო წიკლაურმა და ნია სევასტოპულომ ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70/70 ქულა დაიმსახურა, ხოლო დანარჩენებმა: ანანო ხახიშვილმა ისტორიაში 58 და ინგლისურში 65 ქულა, თაკო გველესიანმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 56 და ინგლისურ ენაში კი 69 ქულა, ლიზი ცუცქირიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 57, ინგლისურ ენაში კი 65 ქულა, ანა იაკობაშვილმა ქართულ ენაში 57 ქულა, თინათინ კაპანაძემ ქართულ ენაში 58, ინგლისურ ენაში კი 67 ქულა, ლიზი ცუცქირიძემ ინგლისურ ენაში 69 ქულა მოიპოვა, თათა ღირდალაძემ ინგლისურ ენაში - 67, მათემატიკაში კი 46 ქულა, გივი ვაშაძემ ისტორიაში 57 ქულა დაიმსახურა, ნინი გვიმრაძე კი ქართულ ენაში 56 ქულა აქვს, მარიამ ჩუმაშვილის ინგლისური ენის ქულაა 67, თაზო ცერცვაძის კი 67 (ინგლისური ენა), გვანცა ხვედელიძე კი ინგლისურ ენასი 65 ქულა მოიპოვა.

ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებს და მშობლებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც ეთქვათ თავიანთი სიტყვა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ თითოეულ კურსდამთავრებულს“,- ვკითხულოთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება