TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს არის შრომისა და სწავლის სიყვარულის შედეგი“ -  ღვითორის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ ლიკა შეყილაძეს სტუდენტობას ულოცავენ
05-09-2025
-
+


შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ წარმატებაზე აისახება. ამჯერად, სკოლაში კურსდამთავრებულის - ლიკა შეყილაძის წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლიკას რეპეტიტორებთან არ უვლია. სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ, რომ შრომა დაუფასდათ და მათმა აღზრდილმა სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულს ბედნიერ სტუდენტობასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

„სკოლის კურსდამთავრებულმა, ლიკა შეყილაძემ შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლა ღირსეულად დაამთავრა.

რეპეტიტორების გარეშე ჩააბარა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში – დაწყებითი განათლების ინტეგრირებულ (საბაკალავრო-სამაგისტრო) პროგრამაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის პედაგოგებს. ეს არის ერთგულების, შრომის და ცოდნის სიყვარულის შედეგი.

ლიკა, გისურვებთ უდიდეს წარმატებებს, სიხარულით სავსე სტუდენტობას და ახალი მიზნების განხორციელებას!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება