| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში წახალისებული და მხარდაჭრილია STEAM განათლება, საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
ამის ნათელი მაგალითია ინოვაციური მაკეტი თემაზე - „მომავლის ქალაქი“, რომელიც დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლამ STEAM პროექტის ფარგლებში შექმნა და წარმოადგინა. მაკეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული ყველა იმ შესაძლებლობით, რაც ქალაქს უნიკალურ და პროგრესულ სივრცედ აქცევს.
პროექტის განხორციელებისას, თითოეულმა მონაწილემ ზედმიწევნით გაითვალისწინა რეგლამენტის მოთხოვნები: მაკეტის კონსტრუქციაში გამოყენებული იყო მხოლოდ გადამუშავებული ან გადასამუშავებელი მასალები, ხოლო ქალაქის გეგმა ხელით, ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, იყო შესრულებული.
2025 წლის 12 ივნისს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის 12-მა საჯარო სკოლამ. მათ შორის იყო დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაც.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი ნამუშევარი. სკოლას გადაეცა სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი შრომისა და შემოქმედების მნიშვნელობას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა