სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვცდილობთ, პირველკლასელებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ“ - დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა წილოსანი ახალი სასწავლო წლის მოლოდინში
04-09-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლა, დირექტორის - ხათუნა წილოსანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას უზრუნველყოფს. ამის საფუძველი კი ინდივიდუალური მიდგომები და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა. სკოლა გამართულია ინფრასტრუქტურულადაც, შენობას ახლახან რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამჯამად, სკოლა აკრედიტაციის პირველ ეტაპს გადის. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება და მრავალმხრივ განვითარდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანი, სკოლაში შექმნილია მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სწავლება კი წარმატების საფუძველია.

სკოლაში 123 მოსწავლე ირიცხება. 15 სექტემბერს სკოლის კარს 6 პირველკლასელი შეაღებს. მათ დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად ემზადებიან. მათ მოტივაციაზე დირექტორი, პედაგოგებთან ერთად, განსაკუთრებულად ზრუნავს, ყოფილი „მზიურელი“ მოსწავლეებისთვის თავადვე ქმნის დაუვიწყარ მუსიკალურ წარმოდგენებს, რაც მართლაც შთამბეჭდავია. 

„ტრადიციად, პირველკლასელებს სკოლის დაწყების წინა დღეს მშობლებთან ერთად ვხვდებით, ვათვალიერებინებთ სკოლას, საკლასო ოთახებს, სათამაშო სივრცეს, გადავცემთ წიგნებს და კომპიუტერებს. სკოლის ბიუჯეტიდან გამომდინარე საჩუქრად ვახვედრებთ საკანცელარიო ნივთებს, პედაგოგები მინი კონცერტს ვუწყობთ. გვაქვს ელექტრო პიანინო, ყველას გვაქვს მუსიკალური განათლება და შეგვიძლია სიმღერა, მე პირადად „მზიურიში“ ვმღეროდი. ვცდილობთ, პატარებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ, მათი გაბრწყნებული თვალების ნახვა დიდი ბედნიერებაა, როგორ უხარიათ, როგორ გვეხუტებიან და გვეფერებიან, ვფიქრობ, მათი ადაპტაციისთვის თბილი და ოჯახური გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და გული სწყდება, რომ წელს სკოლაში პირველი ზარი მხოლოდ 6 პირველკლასელისთვის დაირეკება. 

ხათუნა წილოსანი etaloni.ge-სთან საუბარში გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სოფლიდან ახალგაზრდა თაობის გადინებაა.

„იკლო შობადობამ, წელს სოფელში მხოლოდ ერთი ახალშობილი დაიბადა. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობას მშობლები ემიგრაციაში ჰყავს. ჩვენ კი მთელი სასკოლო საზოგადოება ვცდილობთ შევუვსოთ მათ მშობლების დანაკლისი, არ ვიშურებთ ძალისხმევას, რათა თავი ოჯახში იგრძნონ, თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობთ, ვიცით მათი პრობლემები, წარმატებები და შესაძლებლობები, შესაბამისად ვეხმარებით სწავლაშიც“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

წელს, სკოლიდან 12 კურსდამთავრებული გააცილეს. მათგან უმეტესობა პროფესიული განათლების გზას დაადგა, ხოლო ისინი, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელეს სწავლა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე მოხვდნენ.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეთა განათლების ხარისხის ასამაღლებლად, ზოგჯერ ეკონომიკური მდგომარეობა ბარიერად იქცევა: მშობლებს უჭირთ შვილებისთვის ბინის ქირისა და სწავლის საფასურის უზრუნველყოფა. ამ გამოწვევების ფონზე, ბევრმა ნიჭეირმა მოსწავლემ პრაქტიკული პროფესიების არჩევა გადაწყვიტა - ისეთი მიმართულებების, რომლებიც მომავალში არა მხოლოდ კარიერულ განვითარებას, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

„წელს სკოლა 12-მა მოსწავლემ დაამთავრა და უმეტესობამ პროფესიული სასწავლებელი აირჩია, ისინი კი ვინც უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, უფასო ფაკულტეტებზე აგრძელებენ სწავლას. ისინი ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომელიც მომავალში გამოადგებათ და ცხოვრებისეულ პირობებს გაიუმჯობესებენ. საქართველოსაც სჭირდება ყველა სფეროში კარგი პროფესიონალები და ამ მიმართულებით ნამდვილად წარმატებულები არიან.

რა თქმა უნდა, გვყავს არაერთი გრანტიანი კურსდამთავრებული, რომლებიც დღეს საკუთარ პროფესიაში შემდგარი, სამაგალითო ადამიანები არიან“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი და ყველა ბავშვს უსურვებს ლაღ და უზრუნველ ბავშვობას.

„ყველა ბავშვს ვუსურვებ ჰქონდეს ლაღი ბავშვობა, შეიგრძნონ ბავშვობის ხიბლი, იცხოვრონ მშვიდობიან საქართველოში და, რაც მთავარია, ჰქონდეთ სრულფასოვანი ოჯახური გარემო, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფინანსური, ეს გააუმჯობესებს სწავლის ხარისხსაც. ბედნიერი ადამიანი ბევრს გასცემს-  როგორც ცოდნას ასევე სითბოს. ყველას დავულოცავ ცხოვრების გზას“,- აღნიშნავს ხათუნა წილოსანი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გადაწერეს დიდი ბრიტანეთის ჰიმნი

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეტად ემოციურად წარიმართა

პედაგოგი მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება