TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვისთვის სკოლაში მოსვლა სასიხარულო იყოს“ - თაზაკენდის N1 სკოლის დირექტორი ტოფიგ აკბეროვი
04-09-2025
-
+


ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლა, დირექტორის - ტოფიგ აკბეროვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას და მეგობრულ ატმოსფეროს, სადაც პატივისცემასა და უშუალო ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მიდგომა, კი სწავლის ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მიღწეული შედეგებიც ამას ადასტურებს - წელს, სკოლის 16-მა კურსდამთავრებულმა უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩააბარა, მათ შორის იყო 1 ოქროსა და 2 ვერცხლისმედალოსანი, რაც სკოლის დირექტორისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ამჟამად, დირექცია და პედაგოგები სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან. სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულ მზადყოფნაში ხვდება. 

წელს სკოლაში სამი პირველი კლასი ეყოლებათ - ერთი ქართულ და ორი აზერბაიჯანულ სექტორში.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლა პირველკლასელებს საზეიმო განწყობით ხვდება: მორთული საკლასო ოთახები, საზეიმო ღონისძიებები პირველივე დღიდან ქმნის ლაღ და პოზიტიურ გარემოს. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვისთვის სკოლაში მოსვლა სასიხარულო იყოს, და ამაში გამოცდილი პედაგოგები გვეხმარებიან,“ - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლა ორ - ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სექტორზე მიმდინარეობს. სულ სკოლაში 511 მოსწავლე ირიცხება, თუმცა, მოსწავლეთა რიცხოვნობის ზრდას კიდევ ელოდებიან. 

„წელს, სამი პირველი კლასი გვყავს 1 ქართულ და 2 აზერბაიჯანულენობან სექტორში. ყოველ წელს, ტრადიციულად, პირველ სასწავლო დღეს არაერთ ღონისძიებას ვმართავთ, სიტყვით მივმართავ პატარებს, ვაცნობ კლასის დამრიგებლებს, ვქმნით ამაღლებულ და მხიარულ განწყობას, რათა პატარებმა თავი თავისუფლად და ლაღად იგრძნონ, ბავშვებს ვახვედრებთ საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული მოსწავლისთვის სკოლაში მოსვლა სასიხარულო იყოს, ამას კი პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები გვეხმარებიან“,- აღნიშნავს ტოფიგ აკბეროვი და პედაგოგიურ გუნდთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება. 

„ჩვენს სკოლაში სწავლება მაღალ დონეზეა, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა უსაფრთხოებას, ვცდილობთ ყველა მოსწავლესთან  ახლო, მეგობრული, უშუალო და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა გვქონდეს. არცერთ შემთხვევაში შიშზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს კი გვაძლევს საშუალებას ავამაღლოთ სწავლების ხარისხი. წელს, 16 კურსდამთავრებულმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში აქედან 1 ოქროს და 2 ვერცხლისმედალოსანი იყო. საოცრად ამაყი ვარ ამ შედეგებით, რადგან შრომა დაფასებულია და ის ძალისხმევა, რომელსაც თითოეულ მოსწავლეში ვდებთ გამართლებულია“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი ლირსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

„ახალგაზრდებს ვუსურვებ ცოდნის გაღრმავებას, კარგ პროფესიონალებად, და რაც მთავარია, კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებას. ჩვენ კი ამის მყარი საფუძველი ჩავდეთ. მათი წარმატებით კი ყოველთვის ვიამაყებთ“,- აღნიშნავს ტოფიგ აკბეროვი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება