TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო,  გისურვებთ, სწავლით მიგეღწიოთ მიზნებისთვის“ - ლეილა მერაბიშვილი, დაბა სიონის საჯარო სკოლის დირექტორი
03-09-2025
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა სიონის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

2025 წელს დაბა სიონის საჯარო სკოლა ხუთმა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ოთხი სასურველ უმაღლეს, ერთი კი პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.

„ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და სწავლება ფაქტობრივად, ინდივიდუალურად მიმდინარეობს, რომელიც მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე. უდავოდ მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები არ ემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლის ცოდნით ირიცხებიან უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში“, - გვიამბობს დაბა სიონის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი  ლეილა მერაბიშვილი და დასძენს, რომ ეს ყველაფერი პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებაა.

„ისინი თავდაუზოგავად შრომობენ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებისთვის... წელს სამწუხაროდ მედალოსანი არ გვყოლია, თუმცა გვყავს ძალიან მონდომებული და სწავლაზე ორიენტირებული ბავშვები, მრავალმხრივ განვითარებულნი და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულნი... 

ყველა სტუდენტს და განსაკუთრებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვუსურვებ წარმატებებს ცხოვრების ასპარეზზე: ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო,  გისურვებთ, სწავლით მიგეღწიოთ მიზნებისთვის, რადგან ძალიან გვჭირდება განათლებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან“, - აღნიშნავს etaloni.ge-სთან დაბა სიონის საჯარო სკოლის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება