TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაძლეულია“ - კორბოულის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაინერგება
03-09-2025
-
+


ქრისტინე ხარშილაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად კი, სკოლის წარმომადგენლობა უწყევტად ზრუნავს არსებული სტანდარტების დაცვას და ყველა სიახლის დანერგვას, არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

ახლახან კორბოულის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა ავტორიზაცია, რომლის ფარგლებშიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებენ. 

„მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი სკოლისგან!

სიამაყით გაცნობებთ, რომ სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება.

ეს გახლავთ პროგრამა: „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“.

მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე წარმატებით დაძლეულია. გულწრფელად ვუხდით მადლობას:

ავტორიზაციის საბჭოს - ნდობისა და მხარდაჭერისთვის;

ექსპერტებს - პროფესიული შეფასებისა და რეკომენდაციებისთვის;

საგანმანათლებლო რესურსცენტრს - თანადგომისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

ახლა კი, ვიწვევთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რათა შემოგვიერთდნენ და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროფესიულ განათლებას!

პროგრამა გათვლილია მათზე, ვინც ინტერესდება კომპიუტერული ქსელებით, სისტემური ადმინისტრირებითა და IT სფეროში კარიერის აწყობით“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება