TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გლოცავთ“ - გორისის საჯარო სკოლა და მისი ხელმძღვანელი გიორგი ჭიღლაძე საკუთარი კურსდამთვრებულებით ამაყობენ
03-09-2025
-
+


2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და უკვე ყოფილი აბიტურიენტები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. მათით ამაყობენ მშობლები, მასწავლებლები და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, სადაც ახლა უკვე პირველკურსელებმა ცხოვრების უმნიშნელოვანესი 12 წელი გაატარეს.

მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაც - ბავშვები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან გორისის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 

გორისის საჯარო სკოლა 2025 წელს 8 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ერთი ოქროს მედალოსანი გახლავთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი ოთხმა მოსწავლემ ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებშიც ჩაირიცხნენ.

როგორც სკოლის დირექტორი გიორგი ჭიღლაძე etaloni.ge-სთან აცხადებს, მთელი სასკოლო საზოგადოება ამაყობს კურსდამთავრებულთა შედეგებით და მადლობას უხედის დაუღალავი შრომის დაფასებისთვის. 

„გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას - სტუდენტობას. წარმატებებით სავსე წლები მოგცეთ უფალმა. თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს მუდამ ეამაყოთ თქვენი ღირსეული ნაბიჯებით. გლოცავთ",- ასე ულოცავს მშბლიური სკოლა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება