TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 საჯარო სკოლის წარმატება მასშტაბურ პროექტში - მოსწავლე გვანცა დეკანოიძე „კონფერენციის აღმოჩენად“ დაასახელეს
03-09-2025
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდაჭერით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობით, უქმნის საფუძველს, ცხოვრების ყველა ეტაპზე იყვნენ წარმატებულები.

ახლახან დასრულდა სამუშაო კონფერენცია, რომელიც აჯამებდა პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებს. 

„ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, შრომატევადი, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი დღეები შედგა“, - ასე აფასებს საჩხერის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლობა აღნიშნულ აქტივობას და როგორც თავად გვიამბობენ, კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 41 სკოლა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს  წარმომადგენლებს დაეთმოთ საპრეზენტაციო კუთხე. აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლის პრეზენტატორი კი გახლდათ გვანცა დეკანოიძე, მე-8 კლასის მოსწავლე, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი.

„მან ღირსეულად წარადგინა აკაკი წერეთლის სახელობის, ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლა, ყველას მოწონება დაიმსახურა და „კონფერენციის აღმოჩენად“ დასახელდა.

ვულოცავთ მას და ჩვენს სკოლას ამ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ ბევრი სკოლა დაინტერესდა ჩვენი პროექტებით და გაიზიარეს კიდეც.

წარდგენილი გვქონდა სათემო, ფორმალური და არაფორმალური მიმართულებით განხორციელებული ქმედებები:

პროექტი - სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნის ან „მწოლიარე პოლიციელის“ დამონტაჟება;

პროექტი - „იაკობის კვალდაკვალ - მეაბრეშუმეობა - გააცოცხლე ძველი ტრადიცია“;

„ჭადრაკის ფესტივალი“ - როსტომ წერეთლის საჭადრაკო ბაღში;

14 აპრილი - ქართული ენის დღე;

მათემატიკისა და ქართულის გაკვეთილები;

კლუბური მუშაობა:

STEM კლუბი;

მათემატიკის კლუბი;

მკითხველთა კლუბი;

ეკოკლუბი;

„ნატვრისთვალა“;

შემოქმედ ბავშვთა კლუბი;

მშობელთა კლუბი.

საქველმოქმედო აქციები და ვიზიტები მოხუცთა თავშესაფარსა და დღის ცენტრში;

მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის ფარგლებში:

სკოლებმა გააზიარეს პროექტის სამოქმედო გეგმის პროგრესი და საუკეთესო პრაქტიკა;

ჩაერთნენ თემატურ მინი-წარმოდგენებსა და ვიქტორინაში;

მოისმინეს თემატური სესიები: პროექტების დაგეგმვისა და მართვის, მოსწავლეთა ინიციატივების, მშობელთა ჩართულობის მედიაწიგნიერების შესახებ.

„გავიღრმავეთ ცოდნა სკოლის განვითარების მხარდასაჭერად სათემო რესურსების გამოყენების სტრატეგიებსა და მოხალისეობრივი აქტივობების მნიშვნელობის შესახებ;

შევიმუშავეთ ახალი სასწავლო წლის სემესტრის სამოქმეო გეგმა;

განვიხილეთ სამოქმედო გეგმის იდეები და ინიციატივები;

ჩავერთეთ ინტელექტუალურ თამაშში ,,განძის მაძიებლები";

გადმოგვცეს კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები.

მადლობა გვსურს გადავუხადოთ პროექტის ხელმძღვანელებს, ორგანიზატორებს, ტრენერებს, ჩვენს ფასილიტატორ რუსუდან ლომთაძეს, ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში და საკუთარი წვლილი შეიტანეს სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის წარმატებაში. ვაფასებთ თქვენს შრომას, ძალისხმევასა და მხარდაჭერას.

კონფერენცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმითაც, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლასთან, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშძნავენ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება