| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და უკვე ყოფილი აბიტურიენტები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. მათით ამაყობენ მშობლები, მასწავლებლები და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, სადაც ახლა უკვე პირველკურსელებმა ცხოვრების უმნიშნელოვანესი 12 წელი გაატარეს.
მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს ვანის მუნიციპალიტეტის, მთისძირის საჯარო სკოლაც - ბავშვები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან მთისძირის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
„სტუდენტობას ვულოცავთ ჩვენს ჭკვიან და მიზანდასახულ კურსდამთავრებულებს. ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თითოეული თქვენი ნაბიჯი ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე“, - ასე ულოცავს მთისძირის საჯარო სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს. გაიცანით ისინი:
ნანა მამულაძე - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- რომანული ფილოლოგია;
ლიკა მამულაძე - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამა;
ევსტათი ასათიანი - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- არქეოლოგია;
რომანი ადეიშვილი - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- სასტუმრო მომსახურება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა