TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით ვანის N2 საჯარო სკოლის 20 კურსდამთავრებული, რომლებიც წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ
03-09-2025
-
+


„გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ახალი ცხოვრების ეტაპის დაწყებას სტუდენტობას! ჩვენი მოსწავლეები წარმატებით განაგრძობენ განათლების მიღებას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში და უკვე მომავალ პროფესიონალებად ყალიბდებიან“ - ასე ეხმაურება ვანის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლობა აღსაზრდელთა მიღწევებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო?  - ამ კითხვას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ერთნაირად პასუხობენ - როდესაც საკუთარი შრომისა და ღვაწლის შედეგეს ხედავ. ეს შედეგი კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დგება, როდესაც კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და წარმატებული ტესტირების შემდეგ, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ვანის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 

გაგაცნობთ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ვანის N2 საჯარო საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას მიაღწიეს და ახლა უკვე სტუდენტები არიან.

1. მარიამ ნიკოლეიშვილი – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი (70% გრანტი);

2. მათე თადუმაძე – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი (50% გრანტი);

3. მარიამ მჟავია – საქართველოს უნივერსიტეტი, სტრატეგიული კომუნიკაციები (50% გრანტი);

4. ლევან დიასამიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;

5. თინათინ ხურციძე – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, სტომატოლოგია;

6. ნიკა ტყეშელაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება;

7. ბექა ქუთათელაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი;

8.ნინიკო მახარეიშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენა და ლიტერატურა (50% გრანტი);

9.ლუკა ხავთასი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია;

10. ლიზი აბრამიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ენა და ლიტერატურა;

11. თამუნა მინაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიზაინი ტექსტილისა და ინტერიერისათვის;

12. თაკო ჯულაყიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი;

13. გოგა ფუტკარაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

14. ნინი ბელთაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობა;

15. ანი კიკვაძე – ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტი;

16. დიმა ორმოცაძე – ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტი;

17. თაზო ინაშვილი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები;

18. ანი დავითაძე – კავკასიის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობა;

19.მარიამ ხელაძე -აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი -საჯარო მმართველობა;

20. მარიამ ხარძეიშვილი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამა.

„ეს წარმატება ჩვენი სკოლის დიდი სიამაყეა. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყოველი მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ მოტივაციით, მიზანდასახულობითა და ლიდერული თვისებებით წავიდეს ცხოვრების გზაზე.

თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი წარმატებული ისტორიის ნაწილი!

ვანის N2 საჯარო სკოლაში იწყება დიდი გამარჯვებები!

გილოცავთ, საყვარელო კურსდამთავრებულებო! ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება