TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასახელეთ მშობლიური სკოლა და უანგაროდ ემსახურეთ სამშობლოს“... - შუაგორას საჯარო სკოლა კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობს
03-09-2025
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, შუაგორას საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

„2024-2025 სასწავლო წლის ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

გილოცავთ ყველაზე ნანატრ სტატუსს – სტუდენტობას!

სკოლის დამთავრების შემდეგ ზღაპრის გმირებივით იდექით ცხოვრების დიდ გზაჯვარედინზე, უამრავი არჩევანისა და სირთულის წინაშე. თქვენ აირჩიეთ ის ბილიკი, რომელიც ცოდნას, შემართებას, ნებისყოფასა და სითამამეს მოითხოვს. ეს ბილიკი თქვენ უნდა გაკვალოთ, გაკაფოთ და შარაგზად აქციოთ

წიგნები იქნებიან თქვენი მრჩევლები, სიტყვები – თქვენი იარაღი, ხოლო სწორი ღირებულებები – ის ოლიმპიური ჩირაღდანი, რომელიც წინაპართაგან მემკვიდრეობით მიიღეთ და, ახლა ,თქვენი ვალია, იგი ანდერძად გადასცეთ მომავალ თაობას

გისურვებთ, სტუდენტობის წლები აღმოჩენებით, მეგობრობით, სიხარულითა და ცოდნით იყოს სავსე... არ შეჩერდეთ მიღწეულზე – იარეთ წინ, აისრულეთ ოცნებები, ასახელეთ თქვენი მშობლიური სკოლა და უანგაროდ ემსახურეთ სამშობლოს - საქართველოს.

ჩვენ გვჯერა თქვენი!

გილოცავთ და მადლობას გიხდით მშობლებსა და პედაგოგებს, სწორედ თქვენმა დაუღალავმა შრომამ, გარჯამ და გვერდით დგომამ ეს წარმატება შესაძლებლად აქცია“, - ასე ულოცავს მშობლიური სკოლა კურსდამთვრებულებს წარმატებულ ნაბიჯებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. 

გაიცანით შუაგორას საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას მიაღწიეს და ახლა უკვე სტუდენტები არიან.

ნინი დვალიშვილი - თბილისის სპორტის უნივერსიტეტი;

მარიამ ღვიტიძე - ბიოტექნოლოგია-აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ნიკა მეფარიძე - კომპიუტერული მეცნიერება- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საბა ლომინაძე - კომპიუტერული მეცნიერება- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

გიორგი კაცაძე - საერთაშორისო ურთიერთობები-აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ანა გენელიძე - ეკონომიკა-აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ნინი კოპალაძე - ფილოლოგია-აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ხატია თავაძე - ვეტერინარული მედიცინა- ტექნიკური უნივერსიტეტი;

ნინი ბაღდავაძე - სამართალმცოდნეობა-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ანი ბაღდავაძე - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება