TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედია, ყოველთვის დავრჩები თქვენს საყვარელ მოსწავლედ“ - მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მადლიერების წერილი
03-09-2025
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

დღეს გაგაცნობთ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ნინი თუთარაშვილს, რომელიც 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის სპეციალობაზე.

ნინი თუთარაშვილი საკუთარ ემოციებს წერილით გვიზიარებს და მადლობას უხდის მშობლიური სკოლის თითოეულ წარმომადგენელს ამაგისთვის:

„ბევრი ნერვიულობის და განცდის შემდეგ, „ბევრი მადლობების“ პოსტის დროც დადგა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩადებული რესურსის, გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის, ვიცი, ჩემი ყველა წარმატება თქვენი უდიდესი სიხარულია. აქვე განსაკუთრებული მადლობა მამიდას, ნაზი თუთარაშვილს, რომლსაც არასდროს არაფერი დაუშურებია ჩემთვის და ყოველთვის იდგა ჩემს გვერდით (მიყვარხარ).

მადლობა აკაკი წერეთლის სახელობის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის თითოეულ მასწავლებელს ჩემი საუკეთესო და დაუვიწყარი 12 წლის შექმნისთვის; მომენატრება თქვენი გაკვეთილები. იმედია, ყოველთვის დავრჩები თქვენს საყვარელ მოსწავლედ მადლობა ჩემს დირექტორს, ინგა წიგნაძეს, რომელიც ყველა გამოცდის წინ მამხნევებდა და არასოდეს იშურებდა თბილ სიტყვებს; ვიცი, რომ ყოველთვის გჯეროდათ ჩემი. გულწრფელად მიყვარხართ და გაფასებთ.

მადლობა საუკეთესო დამრიგებელს, ლია ცხადაძეს - რთულია, სიტყვებით გადმოვცე ის მადლიერება და სიყვარული, რასაც ვგრძნობ თქვენს მიმართ. დამრიგებელზე ბევრად მეტი იყავით, ხართ და იქნებით. ყოველთვის დარჩებით ჩემთვის საიმედო ადამიანად.

მადლობა ყველაზე მაგარ რეპეტიტორებს: ლია ცხადაძეს, მზევინარ ჭირაქაძეს, მინდია მაცაბერიძეს - გაწეული შრომისთვის. ძალიან დიდია თქვენი წვლილი ჩემს წარმატებაში. მომენატრება თითოეული თქვენგანის ჩატარებული გაკვეთილი (რომელიც უბრალო გაკვეთილზე ბევრად მეტი იყო) და ის უშუალობა, რომელიც თქვენთან მქონდა.

მადლობა მეგობრებს, აბიტურიენტობის პერიოდის ყველაზე სახალისოდ გატარებისა და უამრავი სასაცილო მოგონების შექმნისთვის; მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად იზიარებდა ჩემს ნერვიულობას და ახლა უკვე წარმატებას იზიარებს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება