TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ კურსდამთავრებულები სახელმწიფო და საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ 
02-09-2025
-
+


სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგთა კვალიფიკაცია და მონდომება პირდაპირპროპორციულად აისახება მოსწავლეთა წარმატებაზე. სკოლის კურსდამთავრებულებმა საამაყო შედეგები აჩვენეს და წარმატებით ჩაირიცხნენ სახელმწიფო და საერთაშორისო უნივერსიტეტებში. 

კურსდამთავრებულებს სკოლამ ოფიციალურად მიულოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და მადლობა გადაუხადა მათ იმისთვის, რომ პედაგოგებსა და სკოლას საშუალება მისცა ემაყა თითოეულის წარმატებით.

„გილოცავთ, ანაბასისის კურსდამთავრებულებო!

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ - ტრადიციულად, ყველა ჩვენი კურსდამთავრებული სტუდენტია! ისინი წარმატებით ჩაირიცხნენ როგორც ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში, ისე საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის პოლონეთში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ გვყავს, როგორც 100-პროცენტიანი, ასევე 70-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულები.

მათი გზა დაიწყო პირველი კლასიდან – სწორედ მაშინ როცა შემოვიდნენ „ანაბასისში“ და წლების განმავლობაში, პედაგოგების დაუღალავი შრომით, მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით და საკუთარი მონდომებით, მათ მნიშვნელოვანი შედეგები დადეს. დღეს კი თავიანთი შრომის წყალობით, მათ სტუდენტის საპატიო სახელი დაიმსახურეს.

 მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებებს: ნიკოლოზ რობაქიძე — ჩარიცხულია პოლონეთში, ვროცლავის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების პროგრამაზე; მარიამ ბოხოჩაძე — ისწავლის კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ანა ჩუბინიძე — ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე; ქეთათო ნებიერიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ნინო სამხარაძე — ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე; ნინუცა ფერაძე — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე; ჯაბა ბერეკაშვილი — ისწავლის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით; ჯაბა ნახათაძე — აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეისწავლის ისტორიის მეცნიერებას; სანდრო გეწაძე — იგივე სპეციალობას დაეუფლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; გიორგი ლილუაშვილი — ეკონომიკას შეისწავლის ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში; კესო კახნიაშვილი — არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

თქვენი გზა მრავალფეროვანია და უნარებიც – მრავალმხრივი! გისურვებთ, თითოეულმა თქვენგანმა მიიღოს ღრმა და ფუნდამენტური განათლება! გახდით ისეთი პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ საქმეს სიყვარულით აკეთებენ და საზოგადოების სასიკეთოდ მიმართავენ საკუთარ ცოდნასა და უნარებს! თქვენ უკვე ხართ მაგალითი მომავალი თაობისთვის და ჩვენ ამაყად ვუზიარებთ თქვენს მიღწევებს „ანაბასისელებს“, ზესტაფონელებს და მთლიანად საქართველოს! გილოცავთ სტუდენტობას! წარმატება ყოველთვის თქვენი თანმდევი იყო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ მისალოც ტექსტში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება