TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლემ შემოქმედებით კონკურსში გაიმარჯვა
01-09-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მუდმივად ცდილობენ, მოსწავლებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყონ ხელი, ამ მიზნით აქტიურად რთავენ თავიანთ მოსწავლეებს სხვადსხვა ტიპის კონკურსებში და არაერთ წარმატებასაც აღწევენ.  

ამჯერად, წარმატება მოიპოვა ყარაჯალას სკოლის ერთ-ერთმა საამაყო მოსწავლემ, ფაქიზა მეხტიევამ კონკურსში „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე". მოსწავლის დამრიგებელი ლიანა მუკბანიანია.

„შემოქმედებითი კონკურსის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა - ფაქიზა მეხტიევმა

GAEN-ის რჩეული გახდა და შესაბამისად მეორე ადგილი დაიკავა - თეონა გოგებაშვილმა

სოციალური ქსელის რჩეული კი ყველაზე მეტი Like-ებით გახდა, თათა ლაგვილავას ნამუშევარი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი საპრიზო ფულადი ჯილდოები. ნაშრომები კი გამოქვეყნდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, გამოიფინება დაჯილდოვების ცერემონიალზე და დაიბეჭდება ორგანიზაციის საინფორმაციო რესურსებზე. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება