TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეთა დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ, ყველას სიხარული და პრობლემა ვიცი“- კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი ზალიკო მაისურაძე
15-08-2025
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზალიკო მაისურაძე 30 წელია მოსწავლეთა განათლების სამსახურში დგას. სამი წელია, რაც სკოლის მართვის პასუხისმგებლობა აიღო და, როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი პრინციპი სამართლიანობაა.

„კოლექტივთან მკაცრი ვარ, მაგრამ სამართლიანი“, - ამბობს ის. თუმცა მოსწავლეებთან თბილი დამოკიდებულებებით გამოირჩევა - „მათი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ, მათი ყველა სიხარული და პრობლემა ვიცი,“- გვიყვება დირექტორი, რომელიც ამაყობს სკოლაში შექმნილი ოჯახური ატმოსფეროთი, სადაც ყველა ლაღი და თავისუფალია. „ჩვენთან იდილია სუფევს და სკოლაში მისვლა ყველას ახარებს, ამაზე მეტი კი რ უნდა უნდოდეს ხელმძღვნელს“,- დასძენს ის. 

წელს დარეგისტირებული სამი პირველკლასელის ჩათვლით კოთელიის საჯარო სკოლში 51 მოსწავლე ირიცხება. 

„სამწუხაროდ შემცირდა მოსწავლეთა კონტიგენტი, სკოლა ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ხუთი გამოცდაზე გავიდა და საუკეთესო ქულები აიღეს. წელს ერთი ოქროსმედალოსანი გვყავდა, მთელი კოლექტივი ვგულშემატკივრობდით და ძალიან გაგვახარეს. დაგვიფასეს შრომა და ამაგი. აუცილებლად და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილა წელი წარმატებული სტუდენტი არ გვყოლოდა. 

მათ განათლებაზე 22 პროფესიონალი, სერტიფიცირებული პედაგოგი ზრუნავს. ინდივიდუალური სწავლება გვაქვს, უმეტესობა რეპეტიტორთან არ დადის. როცა ორი ან სამი  ბავშვი გიზის კლასში რა უნდა აკეთოს პედაგოგმა 45 წუთი, მიმდინარეობს აქტიური სასწავლო პროცესი - ყველას გამოკითხვა, დავალებების ამოხსნა, პრობლემის აღმოფხვრა. ჩვენი სკოლის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ დაარსებიდან დღემდე სკოლამ 70 პროფესორ-მასწავლებელი აღზარდა. ისინი დღესაც მუშაობენ უნივერსიტეტებში ლექტორებად“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბარში სკოლის ხეილმძღვანელი. 

მისი ხედვით დირექტორი აუცილებლად სამართლიანი და ცოტა მკაცრიც უნდა იყოს. 

„30 წელია მოსწავლეთა აღზრდა განათლებას ვემსახურები, სხვაგანაც ვმუშაობდი, მაგრამ უკვე ბევრი წლებია ამ სკოლაში ვმოღვაწეობ და სამი წელია რაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ.

ჩემი აზრით დირექტორი სამართლიანი და მკაცრიც უნდა იყოს (ამ შემთხვევაში პედაგოგებს ვგულისხმობ), ვერაფრით ვერ ვეგუები, როცა შესაბამის მითითებს აძლევ და არ ასრულებენ, ამიტომ ყველა დამეთანხმება, რომ სამართლიანი და მომთხოვნი ვარ არც სიმკაცრესას არ ვუჩივი.

სამაგიეროდ ბავშვებთან მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მათი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ, ყველას სიხარული და პრობლემა ვიცი, მიყვებიან და ზუსტად იციან ყველაფერი მათ სასარგებლოდ გადაწყდება, რა თქმა უნდა ,თუ გამოუსწირებელი შეცდომა არ დაუშვეს.

ჩვენი პატარა სოფელია და ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავი, ახლობელი და მეზობელია, ამიტომ საოცრად მშვიდი და მეგობრული გარემო გვაქვს სკოლაში, მოსწავლეები პედაგოგებთან თავისუფლები და ლაღები არიან, ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და მეგობრობენ, არ ხდება დაპირისპირება და ბულინგი, რაც ახლა ძალიან გავრცელებულია. ამიტომ იდილია სუფევს და სკოლაში მისვლა ყველას ახარებს, ამაზე მეტი კი რ უნდა უნდოდეს ხელმძღვნელს.

ახალგაზრდებს კი მივმართავ - ისწავლოთ ახალგაზრდებო, სწავლით ყველაფერი მიღწევადია თორემ ცარიელი თავით ვერც ქვეყანას გამოადგებით და ვერც საკუთარ თავს“,- დასძენს ზალიკო მაისურაძე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება