სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლესთან თბილი და მეგობრული მოპყრობით შედეგზე უფრო მატივად გახვალ“ - არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი
14-08-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ისმაილ ფარაჯოვი მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურება, დირექტორის პოზიციიდან კი 32 წელია მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე ზრუნავს. 

მისი ხელმძღვანელობით, კოლექტივში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთთანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. სასწავლო პროცესი კი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

აღსანიშნავია, რომ არაფლოს საჯარო სკოლაში, წელს დარეგისტრირებული 15 პირველკლასელის ჩათვლით, დაახლოებით 300 მოსწავლე ირიცხება. როგორც დირექტორი გვეუბნება, ეს არ არის საბოლოო მონაცემები. 

„კიდევ ველით კონტიგენტის შევსებას, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სექტორებს აერთიანებს. 15 წლის წინ მოხდა ორი სკოლის შერწყმა, ერთი საშუალო და მეორე საბაზო იყო. შერწყმის შედეგად საშუალო სკოლად იქცა.

ახლა, ახალ სკოლას გვიშენებენ, ძალიან ლამაზს, დიდს და ინფრასტრუქტურით აღჭურვილს, გვიკეთებენ სტადიონს, ძალიან გვეხმარება სახელმწიფო. გადმოგვცეს 50 კომპიუტერი, ტექნოლოგიებისთვის გვაქვს გამოყოფილი სპეციალური სივრცე, კომპიუტერებს მოსწავლე-მასწავლებლები საჭიროებისამებრ იყენებენ. არ გვქონდა წყალი და მყისიერად მოგვიგვარეს ეს პრობლემა. ვცდილობთ, მოსწავლეებს შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ ისწავლონ და მიიღონ ხარისხიანი განათლება. 

გვყავს 54 კვალიფიციური პედაგოგი, ვინც არ იყო სერტიფიცირებული წელს ჩააბარა გამოცდა და საუკეთესო შედეგებიც აჩვენეს. 

ასევე მეამაყება იმ სკოლადამთავრებულთა წარმატებები - აზერბაიჯანულენოვანი სექტორის16 მოსწავლიდან 11-მა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასურველი ქულებიც მოიპოვეს, რაც შეეხება ქართულენოვან სექტორს, წელს აქ მე-12 კლასელები არ გვყოლია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მობილიზებული და კარგი მოსწავლეები გვყავს ორივე სექტორში. არიან მოსწავლეები რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში მიდიან და ისეთებით, რომლებიც მუშაობას იწყებენ და ფინანსური პირობების გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს მათი არჩევანია, მართლაც ყველა უმაღლესდამთავრებული ვერ იქნება.

ყოველ წელს გულწრფელად განვიცდიდით  და მთელი კოლექტივი ვგულშემატკივრობთ ჩვენს კურსდამთავრებულებს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ხარისხიანი განათლება მივცეთ და გვახარებს, როცა შრომის შედეგს ვიმკით. პირველ რიგში, ვცდილობთ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები აღვუზარდოთ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ მოსწავლეები საუკეთესოდ ფლობდნენ სახელმწიფო ენას. გაგიკვირდებათ ისე კარგად საუბრობენ, აზროვნებენ, წერენ და კითხულობენ. ეს ჩემთვის საამაყოა“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი, რომლისთვისაც არაფლოს საჯარო სკოლა მშობლიურია. 

„სკოლაში მუშაობის 54-წლიანი სტაჟი მაქვს, მათ შორის მეტად საპასუხისმგებლო, დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 32 წელს ვითვლი. ეს სკოლა დავამთავრე, აქვე დავბრუნდი და მას შემდეგ პირნათლად ვემსახურები სკოლას და მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას. ვერც კი წარმომიდგენია ჩვენი ცხოვრება ამ სკოლის გარეშე. მთავარი ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის ურთიერთობა და თანამშრომლობაა, როგორც პედაგოგებთან, ისე მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ხშირად ვიწვევთ მშობლებს სკოლაში, ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს ვუსმენთ და ვიზიარებთ მათ აზრს. საოცარი და დასამახსოვრებელი საღამო გვქონდა მე-12 კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე, უნდა გენახათ, როგორ ერთსულოვნად ცეკვავდა და მხიარულობდა ყველა მშობლებიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული. 

ჩემთვის მთავარია ჰარმონია და პატივისცემა სუფევდეს სკოლაში, ორივე სექტორი მეგობრობს, ვიზიარებთ ჭირს და ლხინს, ბავშვები მეგობრობენ, ეს კი მთელი კოლექტივის დამსახურებაა“,- ამბობს ისმაილ ფარაჯოვი და სკოლაში დემოკრატიულ კულტურას უზრუნველყოფს, სადაც მოსწავლეთა უფლებები, მათი უსაფრთხოება და ინტერესები უპირველესია. 

„სკოლაში სასტიკად ვკრძალავ მოსწავლისთვის ხმის აწევაც კი, მიმაჩნია, რომ შენიშვნის მიცემა მშვიდად, განმარტებით და მითითებითაც შეიძლება, გვქონდა შემთხვევა, როცა მასწავლებელმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, შეურაცხყოფა მიაყენა ბავშვს, რომელიც მყისიერად გათავისუფლდა სკოლიდან. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბავშვს თბილი, მეგობრული და თანასწორუფლებიანი მოპყრობით უფრო მეტს გააგებინებ, ვიდრე დასჯით და შეურაცხყოფით.

სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარებისკენ, იმის მიხედვით ვის რომელ საგანში უჭირს, ვეხმარებით. ვცდილობთ, სრულყოფილი ზოგადი განათლება მიიღონ. ეს კი დიდ შრომასა და ძალისხმევას საჭიროებს. სკოლა მეორე სახლია და ამიტომ ყველა უნდა ზრუნავდეს ერთმანეთზე, როგორც ოჯახში. მინდა, ვიამაყო ჩვენი მოსწავლეებით და ამისთვის დამერწმუნეთ ყველფერის ვაკეთებთ.

ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, კარგად ისწავლონ და გამოადგნენ ჩვენს საამაყო და სანუკვარ ქვეყანას“,- დასძენს ისმაილ ფარაჯოვი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდნენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება