სიახლეები
სკოლები

„ჩვენი სკოლა ორიენტირებულია ბავშვის ინდივიდუალურ სწავლებაზე“ -  ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
14-08-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში, დირექტორი დურსუნ ისმაილოვი სიყვარულით ქმნით საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც გათვალიწინებულია, როგორც მოსწავლეთა ისე მასწავლებელთა ინტერესები და საჭიროებები.

მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას უკვე ნახევარი საუკუნეა ემსახურება და მისთვის დირექტორობა, ადამიანურ ურთიერთობებსა და პატივისცემაზე დგას. 

ლეჟბადინის საჯარო სკოლაში წელს დარეგისტრირებული 15 პირველკლასელის ჩათვლით 176 მოსწავლე ირიცხება. წელს სკოლა ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა მათგან ორმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა. 

„სამწუხაროდ სკოლადამთავრებულთა მხოლოდ 30% აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში დანარჩენები კი შრომის ფერხულში ებმებიან, ცდილობენ თავიანთი შრომით გაიმჯობესონ ცხოვრების პირობები, პრინციპში ეს ცუდი სულაც არ არის და შრომა ყოველთვის დასაფასებელია, მაგრამ ვფიქრობ განათლების მიღება უმნიშვნელოვანესია, ამას მოსწავლეებს ყოველთვის შთავაგონებთ და მოვუწოდებთ არ შეწყვიტონ სწავლა-განვითარება“,- ამბობს დირექტორი და დასძენს რომ, ამისთვის ლეჟბადინის საჯარო სკოლა მოსწავლეებს კარგ საფუძველს აძლევს. 

„მშვენიერი სკოლაა თავისი ინფრასტრუქტურით, ყველა პირობა გვაქვს შექმნილი ხარისხიანი განათლების მისაღებად, გვყავს 29 პროფესიონალი პედაგოგი, რომლებიც დიდი შრომასა და ენერგიას დებენ მათ განათლებაში. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება გვაქვს. უკეთესი შედეგების მისაღწევად, დაუღალავად ვესაუბრებით სწავლის მნიშვნელობაზე, განათლების მიღების აუცილებლობაზე, ვაძლევთ რჩევებს, ვეხმარებით პროფესიის არჩევაში. გული გვწყდება, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ არ მიდიან უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ რას ვიზამთ ეს მათი არჩევანია და წარმატებებს ვისურვებ შემდგომ ცხოვრებაში“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და წარმატებული სასწავლო პროცესის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად ურთიერთანამშრომლობას მოიაზრებს. 

„სკოლაში უკვე 53 წელი ვმუშაობ. მათ შორის ამავე სკოლაში დირექტორის პოზიციას 31 წელია ვიკავებ. ჩემთვის მთავარია კოლექტივი ერთსულოვანი და შეკრული იყოს, ვუსმენ მათ და გადაწყვეტილებასაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ, ერთმანეთის მოსმენა აუცილებელია, რასაც სასურველ შედეგამდე მივყავართ, ამიტომ ჩემს სკოლაში ერთსულოვნება და ურთიერთპატივისცემა სუფევს“,- ამბობს დურსუნ ისმაილოვი. 

მისი თქმით, საუკეთესო შედეგების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებთან მეგობრული მიდგომები, მათი ნდობის მოპოვება. ამ მიდგომებით კი მოსწავლეებისგანაც დიდი სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. 

„მოსწავლეებთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს და ვფიქრობ მათი ნდობის მოსაპოვებლად ეს მთავარია, ზოგჯერ შენიშვნასაც ვაძლევ, მივუთითებ, ინდივიდუალურ საუბრებს ვატარებ ,რასაც გავყავარ შედეგზე, მოწიწებით და პატივისცემით მექცევიან. ასეც უნდა იყოს, ზღვარი უნდა არსებობდეს და იცოდნენ, რომ პედაგოგი, დირექტორი და საერთოდ უფროსი ადამიანის მიმართ პატივისცემა აუცილებელია და ეს მათ კულტურას და სწორ აღზრდაზე მეტყველებს“,- ამბობს დირექტორი. 

ლეჟბადინის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას. 

„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა აზერბაიჯანულია, ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სახელმწიფო ენის სწავლებას, გვყავს ქართული ენის შესანიშნავი პედაგოგები, რომლებიც დიდი მონდომებით ასწავლიან მოსწავლეებს საგანს, უხსნიან სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას, მათი ადაპტაციისთვის რაოდენ აუცილებელია იცოდნენ ქართული. მიხარია, რომ ბავშვებიც ენთუზიაზმით სწავლობენ.

მინდა ახალგაზრდობას ვურჩიო ჰქონდეთ პროგრესისკენ ლტოლვა, უყვარდეთ და არ შეარცხვინონ სკოლა, სადაც მთელი 12 წელი გაატარეს, დააფასონ მშობლები და გამოადგნენ ქვეყანას“,- დასძენს დურსუნ ისმაილოვი. 


კომენტარები


ეტალონი

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები

13-15 წლის გოგონებმა სკოლაში შესვენებაზე თანატოლი სცემეს - კონფლიქტი სოცქსელში დაიწყო და სკოლის საპირფარეშოში გადაინაცვლა

ბაღში ბავშვის მიყვანისას და გამოყვანისას პლასტიკური ბარათი უნდა დააფიქსიროთ - ელექტრონული სისტემა იანვრიდან ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას შეეხება

იმერეთში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა - დაკავებულია ორი პირი

ქობულეთში საჯარო სკოლა გაძარცვეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა - კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო საათს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარკ ტვენის დაბადების დღე აღნიშნეს

პტენის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დიფუზიის პროცესი შესწავლეს

ყაურმის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის სიუჟეტი, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს პერსონაჟებზე  და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და უანრები

საინტერესო

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

სიახლეები
საზოგადოება