TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთსულოვნებითა და ურთიერთთანამშრომლობით წარმატება ყოველთვის მიღწევადია“ - წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბერიძე
14-08-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ფუნდამენტი ინდივიდუალური მიდგომებია. 

„არცერთ მოსწავლეს არ უვლია რეპეტიტორთან - კლასში მხოლოდ ორი ან სამი მოსწავლეა, თითოეულ მათგანზე მაქსიმალურად მორგებულია სასწავლო პროცესი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნელი ბერიძე. 

მცირეკონტიგენტიანი საშუალო სკოლა ქართულენოვანია და 12 მოსწავლე ირიცხება. 

„სამწუხაროდ წელს პირველკლასელები არ გვყავს, ჩვენი სოფელი საზღვრისპირა ქართული სოფელია, დიდი მიგრაციაა და სკოლას მხოლოდ  ხუთი მშობელი ყავს და მათი შვილები სწავლობენ. წელს სკოლა ორმა მე-12 კლასელმა დაამთავრა, ერთი სწავლას უნივერსიტეტში გააგრძელებს, მეორემ კი პროფესიული სასწავლებელი აირჩია“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბარში სკოლის ხელმძღვანელი. 

წერაქვის საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართულია. 

„კარგი კაპიტალური და კეთილმოწყობილი სკოლის შენობა გვაქვს, ნაწილი სკოლის ბიუჯეტიდან გავარემონტეთ, ნაწილი კი ჩემმა წინამორბედმა. 

სამწუხაროდ ყველა კლასში არ გვყავს მოსწავლე. სკოლაში ჩემი ჩათვლით 11 პედაგოგია, აქედან ორი წამყვანი, დანარჩენი კი უფროსი. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ყველაფერს ვაკეთებთ. არცერთ ჩვენს მოსწავლეს არ უვლია რეპეტიტორებთან, ან რა საჭიროა, როცა კლასში ორი-სამი, ან ყველაზე მეტი ოთხი მოსწავლე გვიზის. თითოეული მოსწავლისთვის  შეუძლებელს ვაკეთებთ, მათზე ვართ მორგებული, მათში ვდებთ ყველაფერს, მთავარია ისწავლონ და არ იზარმაცონ. ყველა მათი სიხარული ბედნიერებით გვავსებს და ტკივილი გვტკივა. ყველაფერს ვაკეთებთ ბავშვებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. არ ვიშურებთ სიყვარულს და თანადგომას. მათგანაც სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობთ, გვიხარია, როგორ შემოგვციცინებენ თვალებში. როგორ შეიძლება იყო პედაგოგი და ბავშვები არ გიყვარდეს, ეს დაუშვებელია, ასეთი ადამიანი სკოლაში არ უნდა მუშაობდეს“,- ამბობს დირექტორი. 

დირექტორს განათლების სფეროში უკვე 29-წლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო 6 წელია ამ სკოლაში მუშაობს, ხოლო 2 წელია დირექტორის პოზიციას იკავებს. ამბობს, რომ მცირე კონტინგენტის გამო სკოლაში განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული ატმოსფერო სუფევს. 

„29 წელი გახდება, რაც განათლების სისტემაში ვმუშაობ პედაგოგად, 6 წელია, რაც ამ სკოლაში გადმოვედი და 2 წელია დირექტორად დავინიშნე, ჩვენი კოლექტივიც მცირეკონტიგენტიანია და წარმოიდგინეთ როგორი შეკრული და მეგობრული ატმოსფერო სუფევს, ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის მთავარია ურთიერთთანამშრომლობა,  პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. საუკეთესო შედეგი ურთიერთანამშრომლობით მიიღწევა. ასევე, აუცილებელად გასათვალისწინებელია თითოეული მათგანის აზრი. ერთსულოვნებითა და ურთიერთთანამშრომლობით წარმატება მიღწევადია“,-აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და გული წყდება, რომ სოფელში ახალგაზრდები ნალებალდ არიან. 

„ძალიან მინდა სოფელს დაუბრუნდეს ახალგაზრდობა, განათლებული და წარმატებული. მიხედონ გაციებულ კერებს, იშრომონ, იღვაწონ და იმედი ჩაუსახონ სოფელს, მარტო ქალაქი ვერ განავითარებს ქვეყანას, სოფლებსაც სჭირდება მოამაგე და განათლებული ახალგაზრდობა, ეს ჩემი გულისტკივილია და არ შემეძლო არ მეთქვა. 

ყველა ახალგაზრდას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდი ბედნიერება და წარმატებები, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყველა წარმატება სწავლით მიიღწევა და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ ისწავლონ. განათლებული ახალგაზრდობა ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება