TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიყვარს ერთსულოვნება და გუნდური გადაწყვეტილებები“ - შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე
14-08-2025
-
+


„სკოლა ჩემი ცხოვრებაა,“- ამბობს რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე ოთხ ათეულ წელზე მეტია ახალგაზრდების განათლებას ემსახურება. მისი პროფესიული გზა 1983 წლიდან ზემო აჭარაში დაიწყო, სადაც რვა წლის განმავლობაში დირექტორად მუშაობდა. 2018 წლიდან კი დღემდე ერთგულად ხელმძღვანელობს შულავერის N1 საჯარო სკოლას. „სკოლაში ერთსულოვნება და გუნდური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს დირექტორი და ქმნის დემოკრატიულ კულტურას, სადაც მოსწავლე-მასწვლებელთა ინტერესები გათვალისწინებულია. 

„მოსწავლეები ჩემთვის პატარა მეგობრები არიან. ვცდილობ, გვერდში დავუდგე, ხელი შევუწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი მშობლებს ეხმარება შრომაში, ეს სწავლის ხარისხზე არ აისახება - ჩვენი პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ განათლებული თაობა აღვზარდოთ,“ – ამბობს ის.

წელს დარეგისტირებული 16 პირველკლასელის ჩათვლით სკოლაში 306 მოსწავლე ირიცხება. 

„ეს არ არის საბოლო რაოდენობა, 20 მოსწავლის მიღება კიდევ შეგვიძლია, ამიტომ შეიძლება დაგვემატონ“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბარში შალვა ფუტკარაძე. 

წელს, სკოლა 12-მა მოსწავლემ დაამთავრა, ოთხმა საუკეთესო ქულები მიიღო, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

„დანარჩენის პასუხებს ველოდებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა ქართულენოვანია 80 პროცენტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე გვყავს, მაგალითად, მე-7 კლასში არც ერთი ქართველი არ სწავლობს, უდაოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცდილობს ბავშვები ქართულ სკოლებში მოიყვანონ და განათლება ქართულად მისცენ. 

ბევრია ჩვენს სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ ფართი არ გვიწყობს ხელს. ზოგჯერ, უარის თქმაც გვიწევს, განსაკუთრებით, როცა სხვა სკოლებიდან გადმოდიან, ყველა მასწავლებელს ვკრიბავ, მშობლებთან ერთად, და პატარა გამოცდასავით ვუტარებთ, პირველკლასელებზე პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ როცა მე-6 კლასელი მოდის და ქართული წერა-კითხვა არ იცის და ვერც საუბრობს, ძნელია მათი მიღება, რადგან მე-6 კლასში ნულიდან ვერ დაიწყებ ენისა და ანბანის სწავლებას. ამიტომ პედაგოგებთან შეთანხმებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენს ობიექტურობას  მშობლებიც ხედავენ და კმაყოფილები რჩებიან, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლაში 26 პროფესიონალი პედაგოგი გვყავს, მათ შორის მხოლოდ ორი არ იყო სერტიფიცირებული და წელს გავიდნენ გამოცდებზე. მასწავლებლები, შალვა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ. 

„1983 წლიდან ვემსახურები ახალგაზრდების სწავლა-განათლებას, მე ზემო აჭარიდან ვარ გადმოსული და იქ 8 წელი დირექტორად ვმუშაობდი, აქ გადმოსვლის შემდეგ კი 2018 წლიდან დავინიშნე დირექტორად. სკოლაში ერთსულოვნებაა, გადაწყვეტილების მიღება გუნდურად მიყვარს, პედაგოგებთან ერთად ვადგენთ გეგმებს, ხმათა უმრავლესობით ვმოქმედებთ. ერთად ​ბევრ რამეს ვაკეთებთ სკოლისთვის ეს იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, თუ სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეები კი ჩემთვის პატარა მეგობრები არიან, მიყვარს მათთან ურთიერთობა, ვცდილობ გვერდში დავუდგე და ხელი შევუწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები შრომობენ და მშობლებს ეხმარებიან, მათი სწავლის ხარისხი მაინც არ ეცემა, პედაგოგები ცდილობენ სრულყოფილი განათლება მისცენ და ქვეყანას ღირსეული და განათლებული თაობა აღუზარდონ.

სწორედ, ჩვენმა სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდებმა სკოლას 10 ტონა ცემენტი აჩუქეს, რამაც საშუალება მოგვცა სკოლის ეზოში სცენა გაგვეკეთებინა. ახლა უნდა გადავხუროთ, ღობე და მისასვლელი გზა გავაკეთოთ, ფიზიკურადაც გვეხმარებიან. ფაქტობრივად უფასოდ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მათი დახმარებით და გვერდით დგომით. გვყავს ცეკვის ანსამბლი, სცენის დასრულების შემდეგ  მოცეკვავეებს საშუალება ექნებათ რეპეტიციები გაიარონ, ასევე ღონისძიებებისთვის  გამოვიყენოთ. კურსდამთავრებულთა ასეთი დამიკიდებულება კი, ვფიქრობ, სკოლაში არსებული  თბილი და ოჯახური გარემოს დამსახურებაა.

ორიენტირებულები ვართ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, გვინდა ყველა ბავშვმა ისწავლოს“,- აღნიშნავს დირექტორი და ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი მათ ბედნიერ დ ანათელ მომავალ უსურვებს. 

„ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ბედნიერ მომავალს, მშვიდობას ქვეყანაში და პირად ცხოვრებაში, იპოვონ საკუთარი თავი, სწორად აირჩიონ პროფესია და რასაც არ უნდა აკეთებდნენ გულით გააკეთონ, გამოადგნენ და ასახელონ ქვეყანა, ოჯახი და თავიანთი საქმით საქართველოს სახელი შორს გაიტანონ“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება