სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენის სწავლების ხარისხით ჩვენი სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა“- საბირქენდის N1 საჯარო სკოლის დირექტრი საბინა მამედოვა
13-08-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში, დირექტორის - საბინა მამედოვას ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლებისთვის შექმნილია მხარდამჭერი გარემო, სადაც გუნდის თითოეული წევრის ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებულია.

სახელმწიფო ენის სწავლებას სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. „ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჩვენი სკოლა ამ კუთხით მოწინავეა სხვა აზერბაიჯანულენოვან სკოლებთან შედარებით“, - ამაყად აღნიშნავს დირექტორი.

დირექტორისთვის სკოლა ოჯახივითაა. საბინა მამედოვა ამავე სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ, უმაღლესი მიღების შემდეგ მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა და მოსწავლეთა განათლებას მას მერე სიხარულით ემსახურება.  „აქაურობა ჩემთვის ოჯახივითაა“, - ამბობს დირექტორი, რომლის კარი ყოველთვის ღიაა, მოსწავლე-მასწავლებლებისთვის. ის მიიჩნევს, რომ წარმატების გასაღები გუნდურობა და საქმის სიყვარულით კეთებაა -  „თუ ბავშვები არ გიყვარს, ვერ იქნები, ვერც პედაგოგი და ვერც დირექტორი“,- აღნიშნავს ის. 

წელს დარეგისტრირებული პირველკლასელების ჩათვლით, სკოლაში 370 მოსწავლე ირიცხება. წელს სკოლა 29 მე-12 კლასელმა დაამთავრა, მათგან 11 ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას.

სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ გამოცდებზე გასულთაგან ყველა გოგონაა და არცერთი ვაჟი, არადა, გულისტკივილით დასძენს, რომ საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. 

„ყველა გოგოა, ვინც გამოცდაზე გავიდა არცერთი ბიჭი, არადა გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ჩააბარებდნენ და კარგი პროფესიონალები გამოვიდოდნენ, ეს სკოლის ბრალი არ არის, იმ გარემოების ბრალია, სადაც ისინი იზრდებიან. სკოლის დამთავრების შემდეგ იწყებენ მუშაობას, ზოგი საზღვარგარეთ მიდის, ზოგი თბილისში ცდის ბედს, სოფელშიც მუშაობენ და შორდებიან განათლებას. ასევე, ადრეულ ასაკში ქორწინებაც არ არის მისასალმებელი, რაც ხშირი შემთხვევაა. ჩვენ ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთ ღონისძიებას ვატარებ, ვსაუბრობთ  მოსწავლეებთან, მშობლებთან, ნელ-ნელა შედეგზეც გავდივართ“,-  ამბობს დირექტორი. 

სკოლაში, სადაც 35 სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის, რომლებიც საკუთარ საქმეს, მაღალპროფესიონალურად, დიდი სიყვარულით ემსახურებიან და ცდილობენ სწავლის წყურვილი ყველა მოსწავლეს გაუღვივონ. 

„სკოლაში 35 პროფესიონალი, სერტიფიცირებული პედაგოგი მუშაობს და მართლაც ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მოსწავლეთა განათლების ხარისხის ასამაღლებლად, სწავლის წყურვილის გასაღვივებლად. 

ჩვენთან თითქმის ყველა პედაგოგი ეთნიკურდ აზერბაიჯანელია, 2 ქართველი პედაგოგის გარდა, რომლებიც თბილისიდან დადიან, ერთი მენტორია -  ხათუნა წიკლაური და მეორე  უფროსი მასწავლებელი სალომე ქირია, ისინი ჩართულნი არიან ყველა წამოწყებაში და აქტიურობენ. რაც დირექტორი ვარ უდიდეს ყურადღებას ვაქცევ სახელმწიფო ენის სწავლებას. ქართულს, როგორც მეორე ენას მოსწავლეები პირველი კლასიდანვე ხარისხიანად სწავლობენ და მინდა გითხრათ საოცარი შედეგი გვაქვს. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, საქართველო ჩვენი სამშობლოა და როგორ შეიძლება არ იცოდე და არ გიყვარდეს სახელმწიფო ენა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ადაპტაციისთვის ხომ აუცილებელია. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჩვენი სკოლა სხვა აზერბაიჯანულენოვან სკოლებთან შედარებით ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სწავლების გასაძლეირებლად, ასევე, ჩამოვაყალიბეთ განათლების კლუბი, რომელსაც ჩვენი სკოლის პედაგოგი მახირა ბაბაზადე ხელმძღვანელობს, ამ კლუბს ჩვენი სკოლა უდგას გვერდით ფინანსურად, ქართულის კათედრასთან ერთად ეს კლუბი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, გეგმავენ და ანხორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, აწყობენ შეხვედრებს, სადაც აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეები და მშობლები, დამერწმუნეთ შედეგებზეც გავდივართ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი, რომლისთვისაც ეს სკოლა განსაკუთრებულად მშობლიური და ახლობელია - „მეც ამ სოფლიდან ვარ და ეს სკოლა დავამთავრე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დავუბრუნდი მშობლიურ სკოლას, თავიდან საინფორმაციო მენეჯერად ვმუშაობდი, პარალელურად ჩავაბარე ქართული ენის გამოცდა და ქართულის პედაგოგად დავიწყე მუშაობა, ცოტა ხანში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე.  2024 წელს კი ჩავაბარე დირექტორის გამოცდა და დირექტორად დავინიშნე. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე წარმოიდგინეთ რაოდენ ახლობელი და მშობლიურია ეს სკოლა ჩემთვის. ჩვენს სკოლაში მთავარი ღირებულება ერთიანობა და გუნდურობაა, როცა ახალდანიშნული ვიყავი თითოეული მასწავლებელი მედგა გვერდით, მეხმარებოდნენ, ერთად ვწყვეტდით პრობლემებს, მოსწავლეები კი ჩემი ახლო მეგობრები არიან, ჩემი კაბინეტის კარი სულ ღიაა, როცა გაუხარდებათ მოდიან, მიყვებიან თავიანთ სიხარულზე და პრობლემებზე. ძალიან მიყვარს ბავშვები და ეს მთავარია, არა აქვს მნიშვნელობა პედაგოგი ხარ თუ დირექტორი თუ ბაშვები არ გიყვარს არაფერი გამოგივა“,- ამბობს დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ საბირქენდის N1 საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულია, საკლასო ოთახები კი აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით. 

„მიხარია, რომ სახელმწიფომ აგვიშენა ახალი ულამაზესი სკოლა შიდა და გარე სპორტული დარბაზებით, საუკეთესო კლასებით და განვითარებული ინფრასტრუქტურით, ახალი სკოლა, ახალი დირექტორი,  ყველას დიდ მოტივაციას აძლევს.  ასევე სოფელში გაგვიკეთეს საფეხბურთო მოედანი და ბავშვები, თუ ადრე ქალაქში დადიოდნენ ფეხბურთის სათამაშოდ ახლა სოფელში არის ერთი ჟრიამული და შეჯიბრებები. ძალიან გვეხმარება და გვერდში გვიდგას მერია და ადგილობრივი თვითმმართველობა. ვთანამშრომლობთ მერიასთან - ერთობლივად ძალიან საინტერესო პროექტი - გამწვანების აქცია, ჩავატარეთ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი მათ ბედნიერი მომავალს უსურვებს და მოუწოდებს არასდროს შეწყვიტონ სწავლა-განვითარება. 

„მინდა ყველა ახალგაზრდა წარმატებული ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს და გამოადგნენ ქვეყანას. ჩვენ მოსწავლეებს კი ვურჩევ, სრულყოფილად ისწავლონ ქართული, პირველ ადგილზე დააყენონ სწავლა, მოინდომონ, ისწავლონ და ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში. ამაში მშობლებმაც შეუწყონ ხელი და ემსახურონ თავის ქვეყანას საქართველოს!“,- დასძენს საბინა მამედოვა. 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება