სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოტივაციისთვის ეფექტურია მოსწავლეთა წარმატების საჯარო აღნიშვნა და პედაგოგთა შრომის დაფასება“- დიდი სამსარის სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი
13-08-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში დირექტორი - ფატმან ლაკლაკიშვილი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და მეგობრულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს. 

„ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ მოსწავლეებმა თავიდანვე იგრძნონ, რომ სკოლა არის უსაფრთხო და მეგობრული სივრცე“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

მისი ხედვით, წარმატებული სასწავლო გარემოს შექმნა შეუძლებელია პროფესიონალი პედაგოგების გარეშე, რომლებიც გამოირჩევიან ემპათიით, მოქნილობით, ორგანიზებულობითა და ინტერაქტიული მიდგომით.

სასკოლო საზოგადოების მოტივაციაზე კი აქტიურად ზრუნავს და აღნიშნავს, რომ მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიღწევების საჯარო აღნიშვნა და მასწავლებელთა შრომის დაფასება. ასეთი მიდგომებით კი დირექტორი წარმატებით ემსახურება მომავალი თაობების განათლების საქმეს. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის?

-  სასწავლო წლის წინ ვამზადებ გაკვეთილების გეგმებს, ვაახლებ სასწავლო რესურსებს და ვაფორმებ საკლასო ოთახს ისე, რომ ბავშვებისთვის იყოს თბილი და მოტივაციის შემქმნელი გარემო. ასევე ვგეგმავ პირველი კვირის აქტივობებს, რათა მოსწავლეებს შევუქმნა ინტერესი და კომფორტი.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში?

- ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ მოსწავლეებმა თავიდანვე იგრძნონ, რომ სკოლა არის უსაფრთხო და მეგობრული სივრცე. ამ დღეებში ვცდილობ მათთან დავამყარო ურთიერთობა, გავიცნო მათი ინტერესები და მოლოდინები.

- როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები მათი ადაპტაციისთვის? 

- ყოველთვის ვხვდებით მათ საზეიმო ღონისძიებით, სიმღერითა და პატარა სიურპრიზებით. პირველ დღეებში ვიყენებთ თამაშებსა და შემოქმედებით დავალებებს, რათა მარტივად ადაპტირდნენ

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში?

- იდეალური პირველი დღე  უნდა იყოს მსუბუქი, სავსე დადებითი ემოციებით, თანდათანობითი ჩართვით სასწავლო პროცესში და ისეთი ატმოსფეროთი, რომ მოსწავლეები სახლშიც სიხარულით მიყვებოდნენ მშობლებს.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- ახალგაზრდა პედაგოგს ვურჩევ მოთმინებას, ყურადღებით მოსმენას და ღია კომუნიკაციას. პირველივე დღიდან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები იგრძნონ პატივისცემა და მშობლებმა დაინახონ თქვენი მზაობა თანამშრომლობისთვის.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად პედაგოგის საქმიანობაში? 

- მნიშვნელოვანი უნარებია ემპათია, მოქნილობა, ორგანიზებულობა და გაკვეთილისადმი ინტერაქტიული მიდგომა. ასევე აუცილებელია მუდმივი თვითგანვითარების სურვილი.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მასწავლებლად მუშაობის დასაწყისში და როგორ გაუმკლავდით

- ჩემთვის ყველაზე რთული იყო კლასის დისციპლინის მართვა. გავუმკლავდი გამოცდილ პედაგოგებთან კონსულტაციით, დამატებითი ტრენინგებით და იმით, რომ გაკვეთილები უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გავხადე.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის? 

- ახალ სასწავლო წელამდე ვატარებთ სამუშაო შეხვედრებს, ვაზიარებთ გამოცდილებას და ერთად ვგეგმავთ წლიურ პრიორიტეტებს. ვცდილობ, თითოეულმა პედაგოგმა იგრძნოს, რომ მისი წვლილი მნიშვნელოვანია.

- რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის? 

- ეფექტურია მოსწავლეთა წარმატებების საჯარო აღნიშვნა და მასწავლებლების შრომის დაფასება. ასევე ვმუშაობ ისეთი პროექტების შექმნაზე, რომლებიც აერთიანებს კლასებს და პედაგოგებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება