TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის აზრი, სკოლა ჩვენი დიდი და თბილი ოჯახია“ - ქვემო არქევნის საჯარო სკოლის დირექტორი აიდა მამედოვა
11-08-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლა დირექტორ აიდა მამედოვასთვის დიდი და თბილი ოჯახია. სკოლას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, 1996 წლიდან კი ამავე სკოლაში ასწავლის.

„წარმოიდგინეთ, როგორი ახლობელი და მშობლიურია ეს სკოლა ჩემთვის“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი და მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე თავდაუზოგავად ზრუნავს. 

მისი ხელმძღვანელობით, კოლექტივში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთთანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში სწავლება ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორებზე მიმდინარეობს. სულ სკოლაში წელს დარეგისტრირებული 10 პირველკლასელის ჩათვლით 147 მოსწავლე ირიცხება.

სკოლის დირექტორი აიდა მამედოვა სიხარულით და სიამაყით აღნიშნავს, რომ 2024-2025 წლის ოთხი კურსდამთავრებულიდან სამმა ერთიანი ეროვნული გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარა. სკოლა განსაკუთრებულად ასახელეს შარშანდელმა კურსდამთავრებულებმა.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს ყველა უნივერსიტეტში სწავლობენ. ყოველთვის ვადევნებ მთ წარმატებებს თვალ-ყურს და მიხარია, რომ შევძელით ნამდვილად სასახელო თაობა აღგვეზარდა. ჩვენი წინა წლების ოქროსმედალოსანი გოგონა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და სტიპენდიანტია. უნივერსიტეტშუ უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა და სკოლა ასახელა. 

სკოლაში 34 პედაგოგი მუშაობს და ბავშვების ცოდნისა და განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ. აქედან ერთი წამყვანი დანარჩენი კი უფროსი მასწავლებელია, 8 პედაგოგი წელს გავიდა გამოცდაზე, სტატუსის ასამაღლებლად და პასუხის მოლოდინში ვართ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მოსწავლეთა სიყვარული ეხმარება აკეთოს საქმე საუკეთესოდ. 

„1996 წლიდან ვმუშაობდი ამ სკოლაში პედაგოგად და 2018 წლიდან დირექტორად დავინიშნე, წარმოიდგინეთ, როგორი ახლობელი და მშობლიურია ეს სკოლა ჩემთვის, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ თუ შენი კოლექტივი, მოსწავლეები არ გიყვარს აზრი არ ააქვს იმუშაო სკოლაში ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის აზრი, ვითვალისწინებთ და გვერდით ვუდგავართ ყოველთვის ერთმანეთს, ყოველდღიური სიხარულისა და გამოწვევების გამზიარებლები ვართ. სკოლა ჩვენი დიდი და თბილი ოჯახია.

მოსწავლეები კი ჩემი მთავარი სიამაყე და მოტივაციის წყაროა, ჩვენთვის სასიხარულოა მათი წინ გადადგმული თითოეული ნაბიჯი. გვერდით ვუდგავართ და ვასწავლით უყვარდეთ სწავლა, იყვნენ დაკვირვებულები, სასახელო ადამიანები გაიზარდონ და გამოადგნენ ჩვენს საქართველოს“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს სახელმწიფო ენის სწავლებას. სკოლაში არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა ეწყობა, სადაც ბავშვებს ქართული ენის გაკვეთილები უტარდებათ. 

„განსაკუთრებული ყურადღება ვაქცევ ქართული ენის სწავლებას, გვაქვს საზაფხულო სკოლა, სადაც ქართულ ენის გაკვეთილები. სასწავლო პროცესს ქართული ენის მასწავლებელი სალომე გოჩოლეიშვილი უძღვება, რომელიც მოსწავლეებს სახელმწიფო ენას საფუძვლიანად ასწავლის“,- დასძენს დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი და მეგობარი, უფროსკლასელებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარება და მათთვის რჩევებს არ იშურებს.

„განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მაღალკლასელებთან, ვმეგობრობ მათთან, პროფესიის არჩევისას ვაძლევ რჩევებს. ჩემთვის ისინი უმცროსი მეგობრები არიან და მე კი მათი დიდი გულშემატკივარი, მინდა ყველა ახალგაზრდამ დააფასოს სწავლა, იყვნენ განათლებულები, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ფეხი აუწყონ და დასახულ მიზნებს მიაღწიონ. ჩვენ კი უფროსი თაობა თქვენს გვერდით ვდგავართ და ვიდგებით ჩვენო იმედებო!“-აღნიშნავს აიდა მამედოვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება