TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ისევ საუკეთესოები!“- ქუთაისის N24 სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი საზაფხულო დღეები და ტრადიციული წარმატება
11-08-2025
-
+


ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ.

სკოლის მოსწავლეებმა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დაუვიწყარი დღეები გაატარეს და საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები აქაც წარმატებით წარმოაჩინეს. 

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მიღებული ცოდნისა და უნარების შემოწმებისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა: მოხალისეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ იარაღის დაშლა- აწყობაში;

ტოპოგრაფიისა და ნავიგაციის მიმართულებით ინსტრუქტორების ჩართულობით შეასრულეს პრაქტიკული დავალებები;

საინჟინრო უნარებისა და პირველი სამედიცინო დახმარების მიმართულებით შეავსეს თეორიული ტესტები, რომლებიც ცოდნის გააზრებასა და დამახსოვრებაზე იყო ორიენტირებული;

შეჯიბრების შედეგების მიხედვით

I ადგილი ერგო  ქუთაისის №24 საჯარო სკოლის გუნდის, რომლის წევრებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და მედლები.

მოსწავლეთა ხელმძღვანელი გახლავთ სამხედრო საქმის მასწავლებელი გიორგი გიგა ბარათაშვილი

„ისევ საუკეთესოები! ვულოცავთ ჩვენს მოხალისეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც უამრავ წარმატებას! მადლობა, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს, ახალგაზრდებისთვის მოწყობილი დაუვიწყარი დღეებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება