TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, სკოლას, რომ ხელი შეუწყო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“ - წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლე ავთანდილ ჩანდიშვილ ევროპის ვიცე-ჩენპიონია
11-08-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

სწორედ წაღვლის საჯარო სკოლაში სწავლობს ახალგაზრდა ძალოსანი, ავთანდილ ჩანდიშვილი, რომელიც ძალოსნობაში, ევროპის ვიცე-ჩენპიონია. 

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 56 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჩანდიშვილმა წარმატებით იასპარეზა. მან 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.  ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში 83 / 86 / 88 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ხოლო აკვრაში დაძლეული 106 / 109 კილოგრამით ოქროს მედალს დაეუფლა. ორჭიდში მოგროვილი 197 კილოგრამით კი ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. 

მოსწავლის მშობელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლას, მოსწავლის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.

„მადლობა უფალს რომ არა მისი წყალობა ამ სიხარულს ვერ გავიზიარებდით. მადლობა შენ ჩემო ჭკვიანო და მიზანდასახულო ბიჭო, მიუხედავად იმ სირთულეებისა რაც გამოიარე მაინც არ დანებდი და იბრძოლე შენი მიზნისთვის. მადლობა ასეთი სიხარული რომ მოგვანიჭე მადლობელი ვარ ღმერთის შენი დედობა რომ მარგუნა. წინ კიდევ ბევრი წარმატება გელოდება უფლის წყალობით. მინდა მადლობა გადავუხადო ავთანდილ ხარაზიშვილს. შენ გაუკვლიე გზა წარმატებისკენ შენ იყავი მისი საყრდენი და აი შედეგიც. კიდევ ბევრი ასეთი კარგი თაობა აღგეზარდოს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვის ხელშიც გაიარა, ვინც ამ გზაზე გვერდით ედგა და თავს არ ზოგავდა ჩემი შვილის წარმატებისთვის. მადლობა, წაღვლის საჯარო სკოლას, რომელმაც ყველანაირად ხელი შეუწყო მას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა, თქვენ ჩემო საყვარელო ხალხო, მეგობრებო, ნათესავებო, ახლობლებო და უბრალოდ ნაცნობებო, ვინც ჩემს შვილს გულშემატკივრობდით და თუნდაც ერთი დალოცვა გამოიმეტეთ. უფალმა დაგლოცოთ“,- ვკითხულობთ ლელა გოგიჩაშვილის მადლობის წერილში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება