TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კვლავაც ასეთი შემართებითა და სიყვარულით გავაგრძელებთ შრომას“-პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ნაყოფიერი 2024-2025 სასწავლო წელი და დასახული გეგმები
11-08-2025
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2024-2025 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო მეტად ნაყოფიერი, აქტივობებით გაჯერებული, წარმატებული, გამარჯვებებითა და  სასიამოვნო სიურპრიზებით აღსავსე წელი. 

ამას ადასტურებს პედაგოგიურ საბჭოს 2024-2025 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა.

პედაგოგებმა წარმოადგინეს გაწეული მუშაობის წლიური ანგარიში. პედსაბჭომ გააანალიზა შედეგები, გამოკვეთა ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები, ახალი სასწავლო წლისთვის კი დაისახა სტრატეგიები. 

„პედსაბჭოს სხდომაზე შევაჯამეთ განვლილი სასწავლო წელი, ვიმსჯელეთ მოსწავლეებთან ერთად გატარებულ წუთებსა და საათებზე, როგორ ვსწავლობდით, ვქმნიდით, ვუზიარებდით ერთმანეთს მიღწევებსა და აღმოჩენებს...

მივულოცეთ და დავაჯილდოვეთ წლის მანძილზე გაწეული აღმზრდელობით-შემოქმედებითი მუშაობისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული მასწავლებელი მზია ელიაური!

სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის etaloni.ge-ს სიგელით დაჯილდოვდა სკოლის დირექტორის მოადგილე და დაწყებითი კლასების მასწავლებელი ოფელია უმეკაშვილი.

მადლობა, ჩემო ძვირფასებო, თქვენი ღვაწლისთვის, თავდადებისთვის, სიყვარულისთვის!

მადლობა, სკოლის დირექტორს, ქალბატონ შორენა მუზაშვილს, გვერდში დგომისთვის, შრომის დაფასებისთვის, ბავშვებსა და სკოლის პედკოლექტივზე დაუღალავი ზრუნვისთვის, მოტივაციისთვის...

მადლობა, ჩვენ ყურადღებიან, მოსიყვარულე, მზრუნველ მშობლებს, სულ რომ გვერდში გვიდგანან და ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობენ!

პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა, ცოდნის ჯადოსნური ტაძარი, კვლავაც ასეთი შემართებით გააგრძელებს შრომას საყვარელ მოსწავლეებთან!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება