სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შრომა არ არის სამარცხვინო, სირცხვილი უსაქმურობაა“ - ასკანის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ქუთათელაძე თანამედროვე განათლების მიზანზე
08-08-2025
-
+


შრომა ახალგაზრდების პიროვნული ზრდის და სოციალური პასუხისმგებლობის გააზრების საუკეთესო გზაა, ზაფხული და სოფელი კი შესანიშნავი გარემო ამ ღირებულებების გასაძლიერებლად - სწორედ ამას გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის დირექტორის - ეკატერინე ქუთათელაძის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„ზაფხული სოფლის დიადემაა, „დასასვენებლად ჩამოსულების“ მასპინძელია.  ახალგაზრდებით ამხიარულებული უბნები, საღამოს გრილ ჰაერში გაბნეული მათი ჟივილ-ხივილი, აფერადებს გარემოს. ზაფხულის მშვიდმა დილამ მოსწავლის ბუზღუნი არ იცის, ახლა ასპარეზი  მხოლოდ ფრინველების ჭიკჭიკსა და სასოფლო საქმეებში გართულ მოსახლეობას ეთმობა. ალიონზე მოცვის პლანტაციაში მიმავალი წითელი მარშუტკა ჩამოივლის და სამუშაოდ მიჰყავს მკრეფავები. დღიური ფულია, საჭირო და მასპინძლისათვის ,,სინდის-ნამუსის მოსაწმენდად“ აუცილებელი.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა პლანტაციაში მიმავალი ჩემი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დავინახე. ერთად მუშაობენ, ერთმანეთს ეხმარებიან, ხუმრობენ, თანაუგრძნობენ- ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!

პირობა აქვთ დადებული: არც ერთი სიტყვა სწავლა-განათლებაზე. მთავარია შრომა და თავისუფლება. მასწავლებლები პირობას ასრულებენ და თვალცრემლიანები, სიამაყით მიყვებიან მოსწავლეების შრომისმოყვარეობაზე, მეგობრობასა და ერთგულებაზე.  ბავშვებს მათი სტუმრებიც „აუჩემებიათ“ სამუშაოდ. მითხრეს:  ჩვენი გამომუშავებული ფულით გართობასაც ვისწავლით  და დათმობასაცო. ნამზეურებ  სახეებზე შრომაც ეტყობათ, ნამუშევარ ხელებზე  ხუმრობენ: აი , თურმე ილია რატომ ამბობდა: ,,ფული ხელის ჭუჭყიაო“. მომხიბლავია მათი გულწრფელობა, მათი სამომავლო გეგმები. მუშაობენ, იღლებიან, ერთობიან და ჟრიამულობენ!

თანამედროვე განათლების მიზანიც ეგ არის- მოსწავლეთა სოციალურ და  სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა. ისინი სწავლობენ ბიუჯეტირებას. ყაირათიანობას. ეცნობიან მეწარმეობის საკითხებს, უღვივდებათ პასუხისმგებლობა, შრომის სიყვარული, ეზრდებათ მოტივაცია და თვითშეფასება. 

შრომა არ არის სამარცხვინო, სირცხვილი უსაქმურობაა. სოფელი ყოველგვარ უძრაობას სასჯელს უწესებს. მას შეუძლია წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმაროს.

ასეთი იმედისმომცემია ჩვენი სოფლის მომავალი თაობა“,- წერს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ქუთათელაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების კონკურსში საკუთარი ნიჭი, ფანტაზია და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინეს“

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, შემოქმედებითი იდეებითა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით“

მოსწავლეებმა მოამზადეს რეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება