TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი მიზანია უსაფრთხოებაზე, პატივისცემასა და მხარდაჭერაზე დამფუძნებული სასკოლო კულტურის უზრუნველყოფა“-ვახტანგისის N2 სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი
08-08-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის - ესმა მოსიაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება მისცენ.  ამის ნათელი დასტურია ეროვნული გამოცდების შედეგები - სკოლის ყველა აბიტურიენტმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

სკოლაში 280 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტირებული 16 პირველკლასელის ჩათვლით. წელს სკოლიდან 17 მე-12 კლასელი გააცილეს, რომელთაგან 10 ეროვნულ გამოცდებზე გავიდა, 10-ვემ 4 საგანი ჩააბარა და საკმაოდ მაღალი ქულები მიიღო. 

სკოლაში ყველა მოსწავლე ეთნიკურად აზერბაიჯანელია, თუმცა ისინი ქართულენოვან სკოლაში სწავლობენ და გამართულად ფლობენ სახელმწიფო ენას. მათი წარმატება, მათ შორის ეროვნული გამოცდებზე, ნათელი მაგალითია იმისა, რომ პედაგოგთა შრომა და ძალისხმება უკვალოდ არ ქრება. ბევრმა მათგანმა არჩევანი ქართული ფილოლოგიის სასარგებლოდ გააკეთა - რაც სკოლის კიდევ ერთი გამარჯვებაა. 

„ვამაყობ კურსდამთავრებულთა შედეგებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ყველა ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ეს უფრო სასიხარულო, მინდა გამოვყო ერთი მოსწავლე, რომელიც ჩვენთან მე-7 კლასში ბაქოდან  გადმოვიდა და ქართული საერთოდ არ იცოდა. საოცრად მაღალი ქულები მიიღო ქართულში და ისტორიაში, ამ შედეგამდე გავედით.

ბავშვები და მშობლებიც მონდომებულები არიან ისწავლონ ქართულ სკოლაში, 1-ელი კლასიდან როცა მოსწავლე ქართულენოვან სკოლაში სწავლობს, სადაც ყველა პედაგოგი ქართველია, თავისი საქმის პროფესიონალია და ყველაფერს აკეთებენ, ბოლომდე იხარჯებიან, რომ მოსწავლეებს მაღალი დონის განათლება მისცენ, რა თქმა უნდა, ბავშვების ცოდნის ხარისხზე აისახება. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არაქართველმა ბავშვებმა ქართულ სკოლებში ისწავლონ, იცოდნენ ის ენა რომელიც სახელმწიფოა, გაგიკვირდებათ, როგორ საუბრობენ ქართულად გამართულად, აზროვნებენ და ფიქრობენ. ჩემს მოსწავლეებს მე დავეხმარე გამოცდებზე დარეგეისტრირებაში და რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ ბევრმა ქართული ფილოლოგია აირჩია პროფესიად, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში, სამეზობლოში საერთოდ არ აქვთ ქართული გარემო, თუ ხმამაღლა ნათქვამად არ ჩამითვლით ამას, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დაუღალავი შრომის შედეგად შევაფასებდი“- აღნიშნავს დირექტორი. 

25 წლის წინ, ქიმიის პედაგოგად დაწყებული პროფესიული გზა, შემდეგ დირექტორის მოადგილის პოზიცია და ბოლოს - სკოლის ხელმძღვანელობა, ვახტანგისის N2 საჯარო სკოლას ესმა მოსიაშვილისთვის განსაკუთრებით ძვირფასსა და ახლობელს ხდის. დირექტორისთვის მთავარი მიზანია სკოლაში უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც ყველას მიუხარია. 

„25 წლის წინ როცა ამ სკოლაში ქიმიის პედაგოგად დავიწყე მუშაობა 36 მოსწავლე გვყვდა, კლასში 2-3 მოსწავლე, ზოგ კლასში კი 1 ბავშვი იყო, ახლა კი გავიზარდეთ და საკმაოდ დიდი კონტიგენტია. 

შემდეგ დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი და ბოლოს დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე, წარმოიდგინეთ რა ძვირფასი და ახლობელია ეს სკოლა ჩემთვის. სკოლაში უსაფრთხო გარემოა, რაც მთავარია მოსწავლეები თავს დაცულად გრძნობენ, მოუხარიათ სკოლაში. ჩემი მთავარი მიზანი, როგორც ხელმძღვანელის არის მათი უსაფრთხოება, პოზიტიური სასკოლო კულტურის უზრუნველყოფა - მოსწავლე-მასწავლებელთა პატივისცემა, მხარდაჭერა და ნდობა.  ეს ყველაფერი ქმნის კომფორტს და თავს ოჯახში გრძნობ“, - ამბობს დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი, ამჯერად კურსდამთავრებულებს გულშემატკივრობს და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვას უსურვებს. 

„ჩემს სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს და საერთოდ ახალგაზრდობას ვუსურვებ, წარმატებულები იყვნენ სწავლაში, ყველა წამოწყებასა და საქმეს შეასხან ფრთა, მთავარია იყვნენ თავისუფალნი, ბედნიერება და ლამაზი სურვილების ასრულება მინდა ვუსურვო. ისინი ხომ ჩვენი იმედი და მომავალია!“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება