| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.
სკოლა 2024 წლის სექტემბრიდან აქტიურად ჩაერთო პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.
წლის განმავლობაში სასკოლო საზოგადოებამ იმუშავა სამი მიმართულებით:
სასკოლო პოლიტიკის დოკუმენტების განვითარებაში მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური მონაწილეობა;
ფორმალური და არაფორმალური ინიციატივების წარმატებული განხორციელება;
სათემო პროექტები სასკოლო საზოგადოებისა და გარე ინსტიტუციების მხარდაჭერით.
ევროსაბჭოს პროექტის -„დემოკრატია იწყება სკოლაში“ შუალედურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 2025 წლის 19-20 ივლისს თბილისში, სკოლის დირექტორმა, ნინო ფართლაძემ და მოსწავლე ბარბარე ხიზანეიშვილმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია და გაუზიარეს მდიდარი გამოცდილება სხვა სკოლებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. შემუშავებულია მომავალი წლის სამოქმედო გეგმა სასკოლო საზოგადოების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გაძლიერებას თემში.
„დემოკრატია ნამდვილად იწყება სკოლიდან! მადლობა ჩვენს სასკოლო საზოგადოებას, რესურსცენტრის ხელმძღვანელ პირებს, ადგილობრივ თვითმმართველობას და ფასილოტატორ ნანა მარღანიას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა