TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი მოსწავლეები არცერთი არ ემზადება რეპეტიტორთან, ისე აბარებენ. მათი წარმატება უზარმაზრი შრომის შედეგია“-ლაფანყურის სკოლის დირექტორი
06-08-2025
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ. 

სკოლის პედაგოგები, დირექტორის - ლალი  იარაჯულის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ. 

სკოლის ხუთივე აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. 

აღსანიშნავია, რომ ლაფანყურის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, წელს 6-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მათგან 5 ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და ხუთივემ სასურველი შედეგები მოიპოვა. 

დირექტორი ლალი  იარაჯული ამაყია, რომ მის საგანში - ქართულში - ყველა კურსდამთავრებულმა მაღალი ქულები დაიმსახურა. 

„სკოლაში პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ , რომ მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მისცენ, შეაყვარონ სწავლა და ეს კი ძალისხმევა დაფასდა. ჩვენი მოსწავლეები არცერთი არ ემზადება რეპეტიტორებთან ისე აბარებენ, ეს კი უზარმაზრი შრომის შედეგია“,- აღნიშნავს დირექტორი.

ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ მიმართულებებზე ჩაბარებას უსურვებს. 

„ყველა ჩემს მოსწავლეს და მთელს ახალგაზრდობას ვურჩევ დააფასონ სწავლა, უკეთ ისწავლონ უმაღლეს სასწავლებლებში ვიდრე სკოლაში, გამოიყენონ თავისი ნიჭი და შესაძლებლობა, მახარებს, რომ საოცრად ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდობა გვყავს და არ უნდა იზარმაცონ, რადგან  ცოდნით ყველა  მწვერვალის  დაპყრობას შესძლებენ“,- დასძენს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება