სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის მთავარი სიყვარულია, თუ მოსწავლე და კოლექტივი არ გიყვარს, ვერ მიაღწევ შედეგს“ - კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ერგემლიძე
06-08-2025
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ლიანა ერგემლიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლებისთვის შექმნილია კომფორტული საგანმანათლებლო გარემო, სადაც ყველას აზრი გათვალისწინებული და პატივსაცემია. 

საშუალო სკოლაში წელს დარეგისტრირებული 13 პირველკლასელის ჩათვლით  228 მოსწავლე ირიცხება.

სკოლა მათთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება. ამის ნათელი მაგალითია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგები. 

წელს სკოლა 17-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 14-მა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მაღალი ქულებიც დააგროვა. ამ წარმატებული კლასიდან 7 მოსწავლე ოქროსმედალოსანია. ეს შედეგები, კი როგორც სკოლის დირექტორი ლიანა ერგემლიძე აღნიშნავს, როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების უდიდესი შრომისა და თავდადების შედეგია.

„წელს სკოლა 17-მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 14-მა პროცენტულად წარმატებით ჩააბარა გამოცდები და საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს, საოცრად კარგი და გამორჩეული კლასი იყო, სიამაყით ვარ სავსე წელს 7 ოქროს მედალოსანი გყავდა, ეს დიდი შრომის, როგორც პედაგოგების ისე მოსწავლეების დიდი მონდომების შედეგია, მართლაც, რომ ძალ- ღონეს არ ვიშურებდით და ყველაფერს ვდებდით მათ აღზრდასა და განათლებაში, შედეგიც სახეზეა და როგორ არ უნდა გვიხაროდეს.

27 პედაგოგი გვყავს სკოლაში სპეც მასწავლებლის ჩათვლით, აქედან ყველა სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციურია, რაც ჩვენი სკოლის მოსწავლეთა შედეგებზე აისახება“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

ლიანა ერგემლიძე სკოლას 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა კი უფრო მეტ წელს ითვლის. სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს და მიაჩნია, რომ წამრტებისთვის, მხოლოდ პროფესიული ცოდნა არ კმარა - წარმატების საფუძველი ადამიანურ ურთიერთობებშია: „თუ მოსწავლე და კოლექტივი არ გიყვარს, ვერ მიაღწევ შედეგს… ჩემთვის მთავარი სიყვარულია, ზოგჯერ დათმობაც - რასაც გასცემ, იმას მიიღებ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

„2005 წლიდან ვარ დირექტორის პოზიციაზე იქამდე კი პედაგოგიური გამოცდილების საკმოდ დიდი სტაჟი მაქვს. ამხელა გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ის, რომ  მოსწავლე და შენი კოლექტივი თუ არ გიყვარს, არ მეგობრობ,  დადებითი პიროვნება არ ხარ, არაფერი გამოვა, ვერ მიიღწევა შედეგი. ჩემთვის მთავარი სიყვარულია, ზოგჯერ დათმობა, რადგან რასაც გასცემ იმას მიიღებ. ბედნიერი ადამიანი ვარ, მუდმივად ვგრძნობ მათ დამოკიდებულებას, სიყვარულს და პატივისცემას ვიცი, რომ ყველას უხარია სკოლაში მოსლა ეს კი დიდი მიღწევაა“,- ამბობს სკოლის დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი ამჟამად აბიტურიებტებს გულშემატკივრობს და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარებას უსურვებს. 

„მინდა ჩვენი ახალგაზრდა თაობა, ჩვენი იმედი და მომავალი იყოს წარმატებული, კულტურული, ზრდილობიანი ამას ვასწავლთ და პირველივე კლასიდან ვდებთ ბავშვებში, რადგან არასდროს შეარცხვინონ, სკოლა, მშობლები სამშობლო, სადაც არ უნდა წავიდნენ ეს თვსებები ყველგან გამოადგებათ და ბევრ წარმატებას მიაღწევენ. ახალგაზრდებო, ჩვენო აღსაზრდელებო და აღზრდილებო ნათელი მომავალი და საუკეთესო ცხოვრებით იცხოვრეთ, როგორც ახლა ისე გვეამაყოს მუდანმ თქვენით!“,- დასძენს ლიანა ერგემლიძე.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება