| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, გაიხსნება STEAM კლუბი, როემლსაც სკოლის დირექტორი თამარი ფარასტაშვილი უხელმძღვანელებს.
თამარ ფარასტაშვილმა წარმატებით გაიარა „STEAM განათლების“ პროექტის ყველა ეტაპი, 200 მასწავლებელს შორის მოხვდა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „მასწავლებელთა STEAM ბანაკში“ გადამზადებას გადის.
„ინტენსიური და საინტერესო ვებინარების შემდეგ, 200 ლიდერ მასწავლებელს შორის მოვხვდი და STEAM ბანაკში გავაგრძელებ პროფესიულ განვითარებას!
რაც მთავარია, ამის შედეგად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლა 2025-2026 სასწავლო წელს მიიღებს უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას STEAM მიმართულებით, რაც ჩვენს მოსწავლეებს ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს მისცემს!
მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროექტის ორგანიზატორებსა და ჩვენს ტრენერებს, ქალბატონ მარეხ მაზანაშვილსა და ბატონ უტა კილასონიას, ამ ნდობისა და აღიარებისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა