| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ. ელიზაბედ კესოვამ საგანმანათლებლო პროექტში „დიდგორელი“ ღირსეულად წარდგინა სკოლა საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც არა მხოლოდ წარმატებულ და ბეჯით მოსწავლეს, არამედ პატრიოტ ახალგაზრდას, რომელიც ქვეყნის ისტორიას დიდი ინტერესით სწავლობს.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„დიდი გამარჯვება „დიდგორიდან!“ ამაყად მინდა გაცნობოთ, რომ ელიზაბედ კესოვამ ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი სკოლა/ქალაქი პროექტში - „დიდგორელი“ და საპრიზო ადგილი დაიმსახურა!
მისი შრომა, სიღრმისეული ცოდნა და სამშობლოსადმი სიყვარული იყო ის ძალა, რომელმაც გამარჯვებამდე მიიყვანა. ელიზაბედი არ არის მხოლოდ წარმატებული მოსწავლე - ის არის ნამდვილი პატრიოტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდებული ფურცელი გულით და სულით წარმოსახა.
დიდგორის ველი დღესაც გმირთა სულით ცხოვრობს - და სწორედ ასეთ ახალგაზრდებშია ჩვენი მომავლის იმედი!
გილოცავ, ელიზაბედ! შენი გზა წარმატებებისკენ გქონოდეს მუდამ ნათელი და ღირსეული!
სამშობლოს სიყვარული შენს ყველა ნაბიჯში იგრძნობა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა