| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია“, რომლის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს და ბრწყინვალე წარმატებაც მოიპოვეს.
თელავში „ნიკო კეცხოველის პრემია 2025-ის“ ნახევარფინალი გაიმართა. 16 სკოლის მონაწილეობით გამართული კონკურსის ფინალში 3 სკოლა გავიდა. ფინალისტებს შორისაა კუჭატნის საჯარო სკოლა.
სკოლაში წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ დიდ წარმატებას! ფინალში გასვლა უკვე გამარჯვებაა - და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველის!
მადლობა თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და მხარდამჭერს ამ გზის გავლისთვის. წინ უფრო მეტ წარმატებას ერთად მივაღწევთ!“, - სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა