სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის სკოლა ცოდნის აკვანია, სადაც ყველას მოუხარია“ - ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ისიანი
01-08-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში, დირეტორის - მაია ისიანის ხელმძღვანელობით, მეგობრული და თანამშრომლობითი გარემო სუფევს, სადაც გათვალისწინებულია როგორც მოსწავლეთა ისე მასწავლებელთა საჭიროებები და ინტერესები. 

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, ეს არ არის უბრალოდ სამუშაო ადგილი, ეს სივრცეა, სადაც ადამიანები ცხოვრების ნახევარს ატარებენ, სწორედ ამიტომ აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას მიუხარია.

„ჯავშანიანის საჯარო სკოლა ოპტიმიზირებულია, მუშევანში გვაქვს საბაზო საფეხური, ორივე სკოლაში 120 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული 17 პირველკლასელის ჩათვლით.  წელს პირველკლასელთა  რაოდენობა გაიზარდა, რაც ძალიან მახარებს. 8 მე-12 კლასელმა დაამთავრა წელს ჩვენი სკოლა და აქედან ოთხი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, ველოდებით შედეგებს, ვგულშემატკივრობთ და ვღელავთ, გვინდა, რომ მაღალი ქულები აიღონ და სასურველი უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, წარმატებით დაამთავრონ უმაღლესი საფეხური და თავიანთი პროფესიონალიზმით ასახელონ სკოლა, სოფელი და ქვეყანა. 

გვყავს ძალიან კარგი, მონდომებული, მოწესრიგებული და ნიჭიერი მოსწავლეები, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა აზერბაიჯანულენოვანია, სამწუხაროდ გოგონები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას წყვეტენ და თხოვდებიან. პედაგოგები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს და უმაღლეს სასწავლებლეში ჩააბარონ. 

ორივე სკოლის 29 პედაგოგი, რომელთაგანაც 1 წამყვანი, უმეტესობა კი უფროსი მასწავლებელია, მოსწავლეებთან თემატურ საუბრებს ვატარებთ და უმაღლესში სწავლის მნიშვნელობას ვახსენებთ, ვეუბნებით, რომ უმაღლესდამთავრებული, განათლებული და მიზანდასახული ადამიანი ყველაფერს აღწევს. ვცდილობთ, ჩავუნერგოთ სწავლის წყურვილი და სიყვარული - მეტნაკლებად გამოგვდის, მაგრამ ტრადიციები ხშირად თავისას შვება.

გვყავდა საუკეთესო მოსწავლე, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატი იყო, მაგრამ ექსტრენად ჩააბარა და მათ კი უკვე აღარ ეკუთვნით მედალი. “,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი. 

მისი ხელმძღვანელობით სკოლაში შექმნილია უთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული გარემო. 

„არაჩვეულებრივი, ურთიერთანამშრომლური და მეგობრული დამოკიდებულება სუფევს ჩვენს სკოლაში. ქართველი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები წარმატებით თანამშრომლობენ. ყველა პედაგოგი ორ სკოლაში მუშაობს. არ შეიძლება იქ სადაც ცხოვრების ნახევარს ატარებ კარგი გარემო არ იყოს, ვცდილობ და მგონი არც ისე ცუდად გამომდის“,- დასძენს დირექტორი. 

სკოლის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კადრების შერჩევას - სწავლების ხარისხის შენარჩუნებისთვის სკოლაში მხოლოდ კვალიფიციური პედაგოგები მუშაობენ. მისი მიზანია, სოფლის სკოლა არაფრით ჩამოუვარდეს ქალაქის დიდ სკოლებს, ამისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს. 

„პედაგოგების შერჩევის დროს აუცილებლად კვალიფიციური პედაგოგი ამყავს, რათა სწავლის ხარისხი არ დაეცეს და მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ და არ ჩამოვუვარდეთ დიდ და ქალაქის სკოლებს. თუმცა სოფლის სკოლაში ყოველთვის ბევრია საკეთებელი, ბევრი შევძელი და ბევრი შეუძლებელიც გავაკეთე, ჩემთვის სკოლა ცოდნის აკვანია, სადაც  ყველას უნდა მიუხაროდეს მოსვლა“,- ამბობს მაია ისიანი.

სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას. 

„ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავს. ლელა წიკლაური, მაია დარჩიაშვილი, მე და ნინო ლომიძე, ვცდილობთ ბავშვებს შევაყვაროთ ქართული, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და უნდა იცოდნენ იმ ქვეყნის ენა სადაც ცხოვრობენ.

ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია, პირველ რიგში მინდა იყვნენ კარგი ადამიანები, ისწავლონ, იშრომონ და კარგი ადამიანობით და შრომით ყველაფერს მიაღწევენ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება