TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხარისხიან განათლებასთან ერთად, ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა პიროვნულ ჩამოყალიბებას“-ქვემო ბოლნისის N1 სკოლის დირექტორი ილგამ ისაევი
28-07-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ის - ილგამ ისაევისთვის განათლება არის ის საყრდენი, რომელიც ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. „განათლებული ადამიანი ყველაფერს შეძლებს“- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და ყველაფერს აკეთებს რომ მოსწავლეებს ხარისხიანი ცოდნა მისცეს. 

ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე სწავლობენ, სულ 455 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტირებული 12 პირველკლასელის ჩათვლით, რომელთა რაოდენობა სექტემბერში შესაძლოა გაიზარდოს. მოსწავლეებს განათლებას პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი აძლევს. 

ილგამ ისაევის ხელმძღვანელობით, სკოლაში შექმნილია მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. რაც ქმნის მოსწავლისთვის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ისინი წარმატებით სწავლობენ, იზრდებიან და ვითარდებიან. 

როგორც სკოლის დირექტორის მ/შ აღნიშნავს, ხარისხიან სწავლებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას.

„გვყავს 73 პროფესიონალი პედაგოგი, შექმნილია მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა პიროვნულ ჩამოყალიბებას და სწავლის ხარისხს. 

2011 წლიდან ვმუშაობ განათლების სისტემაში და ამ წლის 17 თებერვლიდან დავინიშნე დირექტორის მ/შ-ად. 

ჩემთვის მთავარი მოსწავლეების კარგ ადამიანებად აღზრდაა, რაშიც დიდ როლს თამაშობს ჯერ ოჯახი და შემდეგ სკოლა, ამიტომ სკოლა მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა 23-მა მოსწავლემ დაამთავრა და აქედან 12 გავიდა ეროვნულ გამოცდებზე. 

დირექტორი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობს და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებს. 

„იმედია გაგახარებენ. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებშიც მიდიან თუ პროცენტულად განვსაზღვრავთ 50 პროცენტი უმაღლეს სასწავლებელს ირჩევს 50 კი პროფესიულს ჩვენს მომავალ თაობას ბედნიერ მომავალს უსურვებ, მინდა რომ დიდი ყურადღება მიაქციონ განათლებას, რადგან განათლებული ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევს“,- დასძენს ილგამ ისაევი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება