| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში აღზრდილია არაერთი ცნობილი პიროვნება, რომელთაც სოფლის სახელი გაიტანეს რაიონის, რეგიონის და ქვეყნის გარეთაც. ტრადიცია არ ირღვევა.
ამჯერად, სკოლა ერთ-ერთ გამორჩეულ მოსწავლეს - მეათეკლასელ ბარბარე მესხიას გვაცნობს.
მოსწავლემ სკოლა ინგლისური ენის პრესტიჟულ ოლიმპიადაზე — JEO-SEO English Olympiads ასახელა.
მან წარმატებით დაძლია არაერთი გამოწვევა და ფინალში მესამე ადგილი მოიპოვა.
ეს მიღწევა გამორჩეულია იმითაც, რომ ამ ასაკის გამარჯვებულთა შორის ბარბარე ერთადერთი ქართველია.
ფინალური კონკურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა 2025 წლის 29 ივნისს, ორგანიზატორი იყო საერთაშორისო განათლების ცენტრი OCEC (Open Circle Education Center).
„ბარბარემ არაერთი სირთულე გადალახა, როგორც საგანმანათლებლო, ისე ემოციური კუთხით. მან თავდაუზოგავად იმუშავა, ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და, რაც მთავარია, არ დანებდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მისი დამრიგებელი მარინე ფიფია ამბობს, რომ მუშაობა ყოველთვის დიდ შედეგს იძლევა და განსაკუთრებით ბარბარეს შემთხვევაში.
„ბარბარე მაგალითია იმისა, რომ მხარდაჭერითა და შრომისმოყვარეობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“,- დასძენს ის.
სკოლაში მადლობას უხდიან ბარბარეს პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და ხარობენ მოსწავლის წარმატებით.
„მადლობა მის პედაგოგებს, განსაკუთრებით ინგლისური ენის მასწავლებელს, ქალბატონ ეკა რურუას გაწეული ამაგისთვის. სკოლა ამაყობს ბარბარეთი, ულოცავს ამ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა