TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა საგანში მაღალკვალიფიციური პედაგოგი გვყავს“ - კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახალი სასწავლო წლის მოლოდინში 
25-07-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა, დირექტორის - მეხმან მუსაევის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. მისი ხელმძღვანელობით, პედაგოგები მოწოდებულნი არიან მოსწავლეებს მისცენ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ აღზარდონ ღირსეული მოქალაქეები. 

კირიხლოს საჯარო სკოლა აზერბაიჯანულენოვანია და მასში 181 მოსწავლე სწავლობს. წელს სკოლის კარს 11 პირველკლასელი შეაღებს. 2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს კი ამავე რაოდენობს მე-12 კლასელი გააცილეს სკოლიდან. აქედან 5 უმაღლეს სასწავლებელში და ერთი პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას, ყველა მოსწავლემ გამოცდები საქართველოში ჩააბარა. დირექტორი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობს და სასურველ უმაღლეს სასწავლებეში ჩაბარებას უსურვებს. 

„იმედი მაქვს ჩაირიცხებიან და გაარძელებენ სწავლას, მინდა ყველა ახალგაზრდას წარმატება ვუსურვო და ვურჩიო, რომ ის პროფესია აირჩიონ, სადაც თავიანთ თავს ხედავენ, გული მწყდება, რომ პედაგოგობა ბევრს არ უნდა და ეს ცუდია, რადგან მასწავლებელი და სკოლა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში“,- აღნიშნავს დირექტორი. 

როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, სკოლაში ყველა საგანში მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან. 

„ჩემი ჩათვლით სკოლაში 20 პედაგოგია, ყველა საგანში მაღალკვალიფიციური მასწავლებელი გვყავს. აქედან სამი ქართული ენის პედაგოგია, რომლებიც მაღალ დონეზე ასწავლიან მოსწავლეებს სახელმწიფო ენას და ეს აუცილებელიცაა“,- ამბობს დირექტორი და სახელმწიფო ენის ხარისხიხიანი სწავლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

განათლების ხარისხზე ზრუნვა სკოლის ძირითადი პრიორიტეტია და ამას ადასტურებს კურსდამთავრებულთა მაგალითებიც - დირექტორის თქმით, მათი უმრავლესობა ექიმია, რომლებიც დღეს თბილისის კლინიკებში წარმატებით მუშაობენ.

დირექტორის 42-წლიანი პროფესიული გამოცდილება და სკოლის 28-წლიანი ხელმძღვანელობა მოწმობს, რომ მისთვის მომავალი თაობის აღზრდა-განათლება ცხოვრებისეული მისიაა. 

„მე, 42 წელია ვარ განათლების სისტემაში და აქედან 28 წელია დირექტორი ვარ, აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ რა დამოკიდებულება მაქვს სწავლაზე, ჩემთვის მთავარია ჩვენი მოსწავლეევბი კარგი ადამიანები და საქმის პროფესიონალები იყვნენ, უყვარდეთ თავიანთი საქმე და სწორედ ჩვენი პედაგოგები ასწავლიან იმ უნარების გამომუშავებას რაც აუცილებელია შემგომი ცხოვრებისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება