სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში ქართული ენის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა“ - ზაკის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდუჰი მკრტჩიანი 
25-07-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში, დირექტორი ვარდუჰი მკრტჩიანი ქმნის საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მაღალი აკადემიური სტანდარტებია. პედაგოგები კი ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე არამედ სამაგალითო მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე.

„სკოლაში სწავლების დონე მაღალია და დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას“-, აღნიშნავს დირექტორი და მისი სიტყვებიდან ნათლად იგრძნობა ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს აკისრია. სკოლა მისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის - ეს არის მეორე ოჯახი, სადაც მოსწავლეთა მიღწევები საერთო შრომის შედეგია.

სკოლაში, 48 მოსწავლე ირიცხება. ახალ სასწავლო წელს სკოლის კარს ოთხი პირველკლასელი შეაღებს. 

წელს სკოლა ხუთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა, რომელთაგან სამი ერთაინ ეროვნულ გამოცდებზე გავიდა, ერთი კი სწავლის გაგრძელებას სომხეთის უმაღლეს სასწავლებელში აპირებს. დირექტორი მათ გულმხურვალედ გულშემატივრობს და ახალგაზრდებს, სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო მიმართულებაზე ჩაბარებას უსურვებს. 

„ველოდებით პასუხებს და ვგულშემატკივრობ, ვიცი, რომ ჩააბარებენ და სასახელო ადამიანები იქნებიან. სკოლა დამთავრებულების უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ, როგორც საქართველოში ასევე სომხეთში, არიან ისეთებიც ვინც ახალციხეში პროფესიულ სასწავლებლებში მიდიან და ეუფლებიან პროფესიას. სკოლაში 20 პედაგოგი გვყავს და აქედან ერთი მენტორია დანარჩენები კი უფროსი მასწავლებლები, შესაბამისად სწავლების დონე მაღალია და დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა აღზდა-განათლებას“,- აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ სკოლაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას. 

„ქართული ენის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, გვყავს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - ცაულინა მალაზონია და ასევე ახალგაზრდა ქართველი პედაგოგი, რომლებიც ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილად შეისწავლონ ქართული ენა, შექმნილი გვაქვს ქართული ენის სწავლების წრე, სადაც აქტიურად დადიან მოსწავლეები. სამასწავლებლოში თუ ქართველი მასწავლებელია, სომხურად არავინ საუბრობს. მე თბილისში მაქვს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი, 33 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და 16 წელი ხდება, რაც დირექტორი ვარ. წარმოიდგინეთ რა ძვირფასი და ახლობელია ჩემთვის ეს სფერო და ბავშვთა განათლება, ამიტომ ჩემთვის სკოლა მეორე ოჯახია და ის შედეგები, რასაც ჩვენი სკოლადამთავრებულები აღწევენ ჩვენი თავზაუდოგავი შრომის და მონდომების დამსახურებაცაა. ჩემთვის მომავალი თაობა ხვალის იმედია, ამიტომ ყველას ვუსურვებ მშვიდი ცის ქვეშ ცხოვრებას, კარგად სწავლას და წარმატებებს“,- ამბობს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება