TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდები სწავლაზე ორიენტირებულნი იყვნენ“ - ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი მამედ პირიევი
25-07-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლაში, დირექტორის - მამედ პირიევის ხელმძღვანელობით, შექმნილია საგანმანათლებლო გარემო, სადაც პედაგოგები ზრუნავენ არა მოხლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მომავალი თაობის პიროვნულ აღზრდა-განვითარებაზე.  სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური გუნდი ცდილობენ, შექმნან სივრცე, სადაც მოსწავლეები არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ სოციალურადაც გაიზრდებიან.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდები მოწესრიგებული, მიზანდასახული და სწავლაზე ორიენტირებულები იყვნენ“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი და სწორედ ამ მიდგომაზე დაყრდნობით ქმნის გარემოს, რომელიც ხელს მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებასა და აკადემიური მოტივაციის ზრდას.

ამჟამად, სკოლაში 135 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული პირველკლასელების ჩათვლით. ახალ სასწავლო წელს სკოლის კარს ოთხი პირველკლასელი შეაღებს, რომელთაც განათლებას პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მისცემს. 

„სკოლაში 29 კვალიფიციური პედაგოგი გვყავს, რომლებიც ზრუნავენ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისთვის“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

წელს სკოლა 7-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, რომელთაგან სამი ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. დირექტორი მათი დიდი გულშემატკივარი გახლავთ. 

„ახლა შედეგებს ველოდებით, იმედია წარმატებით ჩააბარებენ ვგულშემატკივრობ, რადგან ისინი შვილებივით მყავს, ყველა ჩემი მოსწავლე ძვირფასია ჩემთვის. ჩვენი სკოლადამთავრებულების უმრავლესობა საქართველოში, უმაღლეს სასწავლებელში აბარებს და საკმაოდ წარმატებულებიც არიან. წელს, სამწუხაროდ არ გვყოლია ოქროსმედალოსანი, თუმცა 3 წლის წინ გვყავდა და ძალიან მეამაყება.

ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ წარმატებებს, აბიტურიენტებს სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრას და მინდა ვურჩიო, რომ ისწავლონ, იშრომონ და აუცილებლად ყველაფერს მიაღწევენ“,- ამბობს დირექტორი და ახარებს, რომ ახალგაზრდების მშობლიურ სკოლას არ ივიწყებენ და კარიერასაც უკავშირებენ. 

„ჩვენი სკოლადამთავრებულები უმაღლესის დამთავრების შემდეგ უბრუნდებიან მშობლიურ სკოლას, ერთ-ერთი მადგანი უფროსი მასწავლებელია“,- დასძენს მამედ პირიევი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება