TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მწვანე ეკონომიკა იწყება აქ“​ - ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი საგანმანათლებლო კონფერენციაზე საინტერესო პროექტით წარდგნენ 
24-07-2025
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად უბამენ მხარს სიახლეებს, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში და იმდიდრებენ ცოდნასა და გამოცდილებას. 

19-20 ივლისს, თბილისში გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის -„დემოკრატია იწყება სკოლაში“ სამუშაო კონფერენცია.

პროექტს ევროპის საბჭო ახორციელებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი წარმოადგენს ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის ნაწილს (2024–2027 წწ.) და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში - სკოლასა და ადგილობრივ თემში, მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კონფერენციაში მონაწილე სკოლებს მიეცათ შესაძლებლობა, სკოლაში განხორციელებული სამოქმედო გეგმების შესახებ გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გამოფენის ფორმატში გაეზიარებინათ.

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლა კონფერენციაზე წარმატებით წარდგა. სკოლიდან კონფერენციაში მონაწილეობდა მეათე კლასის მოსწავლე ნინო მებონია და წამყვანმა მასწავლებელი ანა კაკაჩია. მათ კონფერენციაზე წარადგინეს პროექტი - „მწვანე ეკონომიკა იწყება აქ“.

პროექტი ეხებოდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გარემოს დაცვითი ღირებულებების გაძლიერებას და ახალგაზრდების ჩართულობას მდგრადი განვითარების პროცესებში.

 პროექტმა მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.

სკოლაში მოსწავლესა და მის მასწავლებელს კონფერენციაზე სკოლის ღირსეული წარდგენისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება