TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყულარის საჯარო სკოლაში წელს 27 პირველკლასელს ელოდებიან-მოსწავლეთა ცოდნაზე, დირექტორ გუმბატ გუსეინოვის ხელმძღვანელობით, პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს
22-07-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში დირექტორი გუმბატ გუსეინოვი მოსწავლეებისთვის ხარსხიან განათლებას უზრუნველყოფს და ზრუნავს, რომ სასწავლო გარემო იყოს მორგებული მომავალი თაობის საჭიროებებსა და ინტერესებს. მისი ხელმძღვანელობით, პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეებს სრულყოფილი განათლება მისცენ. მოწოდებულნი არიან ქვეყანას სამაგალითო მოქალაქეები აღუზარდონ. 

ამჟამად, სკოლის კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ.  წელს სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 10 გამოცდებზე გავიდა. სკოლის დირექტორი გუმბატ გუსეინოვი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი გახლავთ, კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს და აღზრდილებს სწავლის სასურველ საგანმანათლებლო მიმართულებაზე გაგრძელებას უსურვებს. სჯერა, ყველა კურსდამთავრებულის ნათელი მომავლის და წარმატებას უსურვებს ცხოვრების გზაზე. 

ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლაში 27 პირველკლასელს ელოდებიან. პატარები კომპიუტერებითა და სახელმძღვანელობით იქნებიან უზრუნველყოფილნი, მათ განათლებაზე კი პროფესიონალი მასწავლებლები იზრუნებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები ზოგად განათლებას ორ კორპუსში, რუსულ და აზერბაიჯანულ სექტორზე იღებენ, რომლებიც სხვადასხვა სოფელშია განლაგებული. 

დირექტორის დიდი სურვილია სარემონტო, მოძველებული სკოლა განახლდეს ან ახალი შენობით ჩანაცვლდეს. აღსანიშნავია, რომ პირველი კორპუსი უკვე აშენდა და გარემონტდა, რისთვისაც მთავრობას უდიდეს მადლობას უხდის და დასძენს, რომ მეორე კორპუსსაც სჭირდება დროული გარემონტება, რადგან იქ 11 ბავშვი სწავლობს და მათთვის მოწესრიგებული გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია. 

ახარებს, რომ კურსდამთავრებულები სკოლას არ ივიწყებენ, აფასებენ მასწავლებლის შრომას და პროფესიულ გზასაც უკავშირებენ. სკოლის ორი კურსდამთავრებული უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სამუშაოდ სკოლაში დაბრუნდა და დღეს თავად ზრუნავენ მომავალი თაობის აღზრდაზე, რაც დირექტორისთვის საამაყოა. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება