| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წარმატება, კარგი სწავლით მიიღწევა - სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი ფაიაზ ველიევი და მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყობს, ზრუნავს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, სადაც როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები კომფორტულად და მოტივირებულად გრძნობს თავს.
მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს სახელმწიფო ენის სწავლებას, რაც მოსწავლეთა ცოდნაზე აისახება. კურსდამთავრებულები უმაღლეს განათლებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.
წელს სკოლა 8 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 4 ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. დირექტორი მათი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია.
„აბიტურიენტებს პირველ რიგში წარმატებით ჩაბარებას, კარგ მომავალსა და კარგ სწავლას ვუსურვებ, რადგან კარგი სწავლით მიიღწევა წარმატება“,- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში.
ახალ სასწავლო წელს, სკოლაში 10 პირველკლასელს ელოდებიან, პატარებს სკოლაში დახვდებათ, მათ ინტერესებზე მორგებული, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემასზე დაფუძნებული გარემო. უზრუნველყოფილნი იქნებიან კომპიუტერებითა და სახელმძღვანელოებით, მათ განათლებაზე კი პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა