TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზიის არომატი“ - ლიტერატურული კაფე-სალონი და  შთაბეჭდილებებით აღსავსე საღამო ჭანჭათის საჯარო სკოლაში
18-07-2025
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2024-2025 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებმაც გასული სასწავლო წელი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა. 

მათ შორის აღსანიშნავია, 7 ივნისს ჩატარებული გამორჩეულად ლამაზი და შთაბეჭდილებებით აღსავსე საღამო: ლიტერატურული კაფე-სალონი- „პოეზიის არომატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-IX კლასის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა. 

„მოსწავლეებმა გამომეტყველებითა და დახვეწილი გემოვნებით წარმოგვიდგინეს საყვარელი პოეტების ლექსები, რომლებიც მსმენელის გულსა და სმენას იპყრობდა... პარალელურად „კაფეც“ ამუშავდა, წინასწარ შედგენილ მენიუსა და შეკვეთებს ამავე მოსწავლეების, ქალბატონი მშობლები ემსახურებოდნენ, რომელთა მოულოდნელი გამოჩენა „უნიფორმებში“, მართლაც, მოულოდნელი სიურპრიზი იყო დამსწრეთათვის“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიება იყო როლური თამაშის, სიმულაციის ფორმატში დაგაწყვეტილი, რომლის მიზანი იყო, რომ ბავშვებს ეგრძნოთ ლექსის ზემოქმედების დიდი ძალა- პოეზიის არომატი, განეცადათ სიყვარულის გავლენა ადამიანის ცხოვრებაში და სწორედ სიყვარულით განათებული გზებით იარონ.

ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ეთერ ცინცაბაძე.

საკლასო ოთახის სივრცეს ამშვენებდა „ნორჩ მხატვართა კლუბის“ მოსწავლეთა მიერ ტილოსა და თიხაზე შესრულებული ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ „ნორჩ მხატვართა კლუბი“ ამოქმედდა მეორე სემესტრიდან და ხელმძღვანელია ეთერ ცინცაბაძე.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება