| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება იზეიმეს და სასწავლო წლის მიწურულს გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.
სკოლაში გაიმართა მე-4ბ კლასის საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით - „მომავალი ჩვენია“.
კლასის დრამიგებელმა ვერიკო მიქავამ მოსწავლეებს დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება მოუწყო. ღონისძიების დეკორატორი გახლდათ მარინა ჩხაიძე, მუსიკალურად გააფორმეს - თინა ღლონტმა, თეონა ძირკვაძემ და თამილა ვაჩეიშვილმა. შთამბეჭდავი სანახაობის ქორეოგრაფი კი ზურა წულაძე იყო.
დამსწრე საზოგადოებას მეოთხე კლასის მოსწავლეებმა – გულწრფელი სიტყვებით, სითბოთი და ბავშვური სილაღით გაუზიარეს თავიანთი სასკოლო მოგონებები, მიღწევები და სიყვარული: გაიხსენეს გზა სკოლის პირველ კლასიდან მეოთხემდე, როგორ შეიძინეს მეგობრები და როგორ ისწავლეს ერთმანეთის გვერდით დგომა.
მათმა სიმღერებმა და ლექსებმა სამშობლოზე დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ როგორ იწყება სიყვარულის გრძნობა სწორედ პატარაობიდან – საკუთარი ერის, მიწის და ისტორიისადმი. ბავშვებმა განსაკუთრებული მადლიერებით ისაუბრეს მასწავლებლებზე – იმ ადამიანებზე, ვინც ოთხი წლის განმავლობაში დაუღალავად უძღვებოდა მათ ცოდნის გზაზე, სიყვარულითა და მოთმინებით.
გამოსაშვებ ზეიმზე მასწავლებლებმა - გოგოლა მგელაძემ, ვერიკო მიქავამ, თინა ღლონტმა, ელიზა ღლონტმა, მაია დავითაშვილმა, მარინა ჩხაიძემ და მაკა გოგიტიძემ მოსწავლეებს მიუძღვნეს სიმღერა.
სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და უხურვებენ ასეთივე შემართებით გაარძელონ სწავლა-განათლება.
„ვულოცავთ, მოსწავლეებს მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ნათელ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა