სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულები უქმდება, უმაღლესში სკოლის ნიშნებითა და კიდევ ორი კრიტერიუმით ჩაირიცხებიან - პრემიერის მოხსენება
12-06-2025
-
+


სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, საუბარია განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიხალეებზე, მათ შორის კი უმაღლესში სკოლიდან ტრანზიციის ცვლილებაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას“.

რას გულისხმობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემა? - პრემიერის მოხსენებაში განმარტებულია, რომ ის მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (მოხდება ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), ასევე აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.

„საანგარიშო პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი“, - ნათქვამია დოკუმენტში. ეს კი ნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდები, იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უქმდება.

რაც შეეხება ცვლილების ვადებს, ის მოხსენებაში დაკონკრეტებული არ არის.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება