| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად, საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით მიმდინარეობს პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, დამხმარე მასალების (რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის) ბეჭდვა-დახარისხება, ასევე საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. დასრულების ეტაპზეა ლეპტოპებში სპეციალური პროგრამის ჩაწერა. დასასრულს უახლოვდება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაცია და ანალიზი სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე.
2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა