სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დამტკიცდება ინკლუზიური განათლების ახალი, ორწლიანი სამოქმედო გეგმა“ - მინისტრი
10-06-2025
-
+


ინკლუზიური განვითარების სამმართველოს აღდგენის მოთხოვნით, 9 ივნისს განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს, შშმ პირებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა. მათ სამინისტროში წერილიც დატოვეს რომელშიც გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. აღნიშნულის საპასუხოდ მინისტრმა ტელევიზიებთან  გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ინკლუზიური განვითარების სამმართველოსა სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოსთან გაერთიანების მიზანი სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებოდა. 

„განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა“

ალექსანდრე წულაძემ ისიც თქვა, რომ ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დამტკიცდება ინკლუზიური განათლების ახალი, ორწლიანი სამოქმედო გეგმაც.

„მინდა ძალიან ხმამაღლა განვაცხადო, რომ ინკლუზიურ განათლებას საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა ჩვენი სამინისტროს სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციური გადანაცვლება მოხდა. რაც შეეხება შინაარსობრივი და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, არავითარი ცვლილება, რამაც, შესაძლოა, შელახოს ან დაკარგოს ის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც დღესაც ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით განხორციელდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ასეთი არც განხორციელებულა და არც განხორციელდება“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

გაუქმდა თუ არა  ინკლუზიური განვითარების სამმართველო - სამინისტროს პასუხი

„გაუქმდა სკოლამდელი განათლების სამმართველო“ - სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ინფორმაციას ავრცელებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება