სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გაუქმდა სკოლამდელი განათლების სამმართველო“ - სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ინფორმაციას ავრცელებს
09-06-2025
-
+


განათლების სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელი თეა ძოწენიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უწყებამ რეორგანიზაციის შედეგად სკოლამდელი განათლების სამმართველო გააუქმა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. 

„განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა“

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სკოლამდელი განათლების სამმართველო. ამავდროულად სამინისტრო ჩემთან წყვეტს კონტრაქტს.

2017 წლიდან ვიყავი სამინისტროს თანამშრომელი ჯერ ზოგადი, შემდეგ სკოლამდელი განათლების მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში მქონდა პატივი მემუშავა ბევრ ღირსეულ საჯარო მოხელესთან თუ სფეროს ექსპერტთან.

ვამაყობ ყველა განხორციელებული პროექტით თუ შექმნილი რესურსით, რომელიც ემსახურებოდა მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად, პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის.

ვამაყობ იმ სამუშაოთი, რომელიც ჩავატარეთ ჩვენი ქვეყნის კონტექსტზე მორგებული სკოლამდელი განათლების სისტემის დივერსიფიკაციისთვის. ბოლო ჩემი სამუშაო მთლიანად ეძღვნებოდა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელების დაშვებისთვის, რათა მუნიციპალიტეტებს ჰქონოდათ საშუალება ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა მოქნილი ფორმით მიეწოდებინათ სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის, რომ არც ერთი არ დარჩენილიყო განათლების მიღმა.

მთელი გულით მიყვარდა ჩემი საქმე, მჯეროდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევდით იმას, რომ საქართველოში ბავშვებს ადრეული ასაკიდან ექნებოდათ ხარისხიანი განათლების მიღების და შესაბამისად, თანაბარი სტარტის შესაძლებლობა, მჯეროდა, რომ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით შემცირდებოდა სოციალური უთანასწორობა, მჯეროდა, რომ ბავშვზე ცენტრირებული მიდგომა გავრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მივაღწევდით ბავშვის უფლებების პატივისცემას ადგილობრივ თემებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირსეული და ბედნიერი ბავშვობისთვის.

მადლიერი ვარ, რომ სამინისტროში მუშაობის დროს, მომეცა შესაძლებლობა ბევრი სამუშაო ვიზიტი განმეხორციელებინა რეგიონებში. ამ გამოცდილებამ დამანახა, თუ რამდენად განსხვავებული და თვითმყოფადია თითოეული რეგიონი, მუნიციპალიტეტი, სოფელი თუ ქალაქი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ დაუშვებელია განათლების მიწოდება ყველასთვის საერთო უნიფიცირებული მიდგომით. დავინახე, რომ ხარისხიანი განათლებისთვის მეტი თავისუფლების ხელშეწყობაა აუცილებელი ადგილობრივი თემებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

სამინისტრომ ჩემთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა იმის გამო, რომ ვიყავი იმ პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ემსახურებოდა განათლების სისტემის მოხელეთა ერთგულების გამოხატვას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რომელსაც 1000-ზე მეტმა მოხელემ მოაწერა ხელი.

ვრჩები თითოეული ჩემი სიტყვის თუ ქმედების ერთგული და საქართველოში თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების და თანასწორობის იდეის ერთგული", - წერს თეა ძოწენიძე.

გაუქმდა თუ არა  ინკლუზიური განვითარების სამმართველო - სამინისტროს პასუხი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

დირექტორების საყურადღებოდ - მოსწავლეთა შეფასებების ასახვისას ეს უნდა გაითვალისწინოთ

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება